ირანის განცხადებით ბირთვული შეთანხმების წარმეტებით დასრულებისთვის ბაიდენის მხრიდან გარანტიების მიცემაა აუცილებელი

2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ ირანსა და შეთანხმების ხელმომწერ სხვა ქვეყნებს შორის მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არ არის, გასცეს გარანტიები, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას აღარ მიატოვებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ალი შამხანიმ განაცხადა.

“აშშ-ის პრეზიდენტი არ არის მზად გარანტიების მისაცემად. თუ არსებული სტატუს კვო გაგრძელდება, მოლაპარაკებების შედეგი ნათელია”, – აღნიშნა ალი შამხანიმ.

ირანი, მოლაპარაკებების განახლების თარიღს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაასახელებს.

შეგახსენებთ, ვენის მოლაპარაკებები მიმდინარე წლის აპრილში ირანსა და 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხუთ სხვა ხელმომწერს – გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის დაიწყო. ევროპელი დიპლომატები შუამავლის როლს ასრულებენ აშშ-სა და ირანს შორის, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა აშშ-სთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები, რომლის მიზანია, ვაშინგტონი შეთანხებას დაუბრუნდეს და თეირანმა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს, ივნისში მას შემდეგ შეწყდა, რაც ირანის პრეზიდენტად ებრაჰიმ რაისი აირჩიეს.

Leave a Reply