Author Archives: admin

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $11-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 11,08 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 117,72 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

რუსული ნავთობის მიწოდება აზიაში 15%-ით შემცირდა

რუსული ნავთობის საშუალო ყოველკვირეული გადაზიდვის მოცულობა ჩინეთსა და ინდოეთში მაისის ბოლოს 15%-ზე მეტით შემცირდა. Bloomberg-ი იუწყება, რომ ტრანსპორტირების დღიური მოცულობა აპრილის დონეს დაუბრუნდა – 3,67 მილიონი ბარელი. ნედლეულის ექსპორტის მოცულობის შემცირება ხდება მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს შავი ზღვის მარშრუტები უფრო აქტიურად გამოიყენება ტრანსპორტირებისთვის. აღნიშნული მარშრუტი ამცირებს მანძილს ინდოეთის პორტებამდე. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ვითარება ვითარდება G7-ში რუსული ნავთობის ექსპორტზე ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 750 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

ენერგეტიკული ბირჟის, სემეკისა და სსე-ის წარმომადგენლების ვიზიტი ნორდ პულის სათაო ოფისში

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ნორდ პულის სათაო ოფისს ეწვივნენ. ნორდ პულის მხრიდან სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდა ნორდ პულის გენერალური დირექტორი ტომ დარელი, ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული გუნდი. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში დღით ადრე და დღიური ბაზრების გაშვებისთვის საბოლოო დეტალების შეთანხმება და ამავე ბაზრების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა ადგილზე.

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  7 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაუზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.24 (+5.55)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104.17 (+5.42)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ყაზახეთმა ბენზინის წარმოება გაზარდა

ყაზახეთმა 2022 წლის მარტში 410,1 ათასი ტონა ბენზინი აწარმოა, რაც 13,6 პროცენტით მეტია 2021 წლის მარტისა და 6,4 პროცენტით მეტია 2022 წლის თებერვალის მაჩვენებელზე. ამის შესახებ Trend-ი ყაზახეთის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. 2022 წლის სამ თვეში, საწვავის წარმოების მაჩვენებელმა 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბენზინის იმპორტის მოცულობამ 2022 წლის მარტში 60 ტონა ...

Read More »

ჩინეთმა და ინდოეთმა სამ თვეში რუსეთიდან 24 მილიარდი დოლარის გაზი და ნავთობი იყიდეს

საინფორმაციო საგენტო Bloomberg საბაჟო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში რუსეთმა 24 მილიარდი დოლარი მიიღო ჩინეთისა და ინდოეთისთვის ენერგორესურსების მიყიდვით. უახლესი საბაჟო მონაცემებით, მარტიდან მაისის ჩათვლით რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე ჩინეთმა 18,9 მილიარდი დოლარი დახარჯა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს. ინდოეთმა იმავე პერიოდში შესყიდვების მოცულობა გაზარდა ხუთჯერ – 5,1 მილიარდ დოლარამდე. მთლიანობაში, მაღალი ...

Read More »

დასავლეთმა რუსული ნავთობის ფასზე შესაძლოა, 40-60-დოლარიანი ლიმიტი დააწესოს

აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დადგენას ბარელზე 40-60 დოლარის ფარგლებში. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. ფასის განსაზღვრისას დასავლეთი ითვალისწინებს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდელ ფასებს და ასევე რუსული ნავთობის წარმოების რენტაბელურობას. სააგენტოს წყაროს ცნობით, ამერიკულ ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კვირაში რამდენიმე შეხვედრა იმართება და მომდევნო კვირებში ისინი კიდევ უფრო ინტენსიურს გახდიან მიზნის მისაღწევად საკითხზე მუშაობას. გარდა ...

Read More »

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ნავთობის მოპოვების მოცულობა სახალინ-1 პროექტზე 22-ჯერ შემცირდა

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა იური ტრუტნევმა სახალინში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სანქციების და სხვადასხვა სახის შეზღუდვების შედეგად სახალინ-1 პროექტზე ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში 220 000 ბარელიდან 10 000-მდე დაეცა. მისი თქმით, სიტუაცია გავლენას ახდენს როგორც სახალინის რეგიონის, ისე შორეული აღმოსავლეთისა და რუსეთის მთლიან ეკონომიკაზე. 2022 წლის შედეგების მიხედვით, რეგიონის ბიუჯეტში მიუღებელი თანხების ოდენობა 38 მილიარდ რუბლს გაუტოლდება, – აღნიშნა ტრუტნევმა. პროექტიდან ...

Read More »

ევროპარლამენტის მიერ გაზისა და ატომური ენერგიის მწვანე ენერგიის წყაროებად აღიარებას გარემოსდამცველი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან

6 ივლისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭრა ატომური ენერგიის და ბუნებრივი გაზის ჩართვას მდგრადი საქმიანობების ტაქსონომიაში, რაც მდგრადი ინვესტიციების დასაშვები სფეროებს განმსაზღვრელი დოკუმენტია. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კამათი და წინააღმდეგობა გარემოს დამცველი ორგანიზაციებისა და მწვანე პარტიებისგან, რომელთა აზრითაც გაზის ჩართვა მწვანე ტაქსონომიაში გაზრდის სათბური აირების გაფრქვევებს და რუსეთს გაუჩენს გაზის გაზრდილი გაყიდვებით დამატებით შემოსავლებს. სინამდვილეში, უკრაინის ომის ფონზე, ეს სიახლე შეიძლება გაგებულ-იქნას როგორც ...

Read More »