ევროპარლამენტის მიერ გაზისა და ატომური ენერგიის მწვანე ენერგიის წყაროებად აღიარებას გარემოსდამცველი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან

6 ივლისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭრა ატომური ენერგიის და ბუნებრივი გაზის ჩართვას მდგრადი საქმიანობების ტაქსონომიაში, რაც მდგრადი ინვესტიციების დასაშვები სფეროებს განმსაზღვრელი დოკუმენტია.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კამათი და წინააღმდეგობა გარემოს დამცველი ორგანიზაციებისა და მწვანე პარტიებისგან, რომელთა აზრითაც გაზის ჩართვა მწვანე ტაქსონომიაში გაზრდის სათბური აირების გაფრქვევებს და რუსეთს გაუჩენს გაზის გაზრდილი გაყიდვებით დამატებით შემოსავლებს.
სინამდვილეში, უკრაინის ომის ფონზე, ეს სიახლე შეიძლება გაგებულ-იქნას როგორც კლიმატის ცვლილების და პუტინის რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. ბოლო მოვლენების ფონზე ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ამცირებს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას, რასაც, ზოგ შემთხვევაში, მოჰყვება ქვანახშირის გაზრდილი მოხმარება ანუ ჯამში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევების ზრდა. ამასთან, ევროკავშირს მწვანე შეთანხმების და სუფთა ენერგიის პაკეტის მიღების კვალობაზე, სრულად შეჩერებული აქვს წიაღისეული სათბობის, მათ შორის ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიას საშუალება მისცემს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს გაზის ახალ ინფრასტრუქტურას, მათ შორის გათხევადებული გაზის ტერმინალებს და მილსადენებს. ამაში შეიძლება დროთა განმავლობაში მოიაზრებოდეს კასპიის რეგიონიც, რაც ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის შესაძლებლობა იქნება.
ამავე დროს ეს გადაწყვეტილება მეტ საშუალებას მისცემს ატომური ენერგიის შენარჩუნება-განვითარებას, რაც გაფრქვევებთან არ არის დაკავშირებული და ძირითადად უსაფრთხოების და ნარჩენების მართვის არგუმენტებით იდევნებოდა, განსაკუთრებით გერმანიაში.
ორივე ეს ღონისძიება ემსახურება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას, კლიმატის ცვლილების შემცირების მიზნების მიმართ ერთგულების პირობებში.
მწვანეთა წინააღმდეგობა ამ გადაწყვეტილების მიმართ გრძელდება და Greenpeac-მა გამოაცხადა, რომ გააგრძელებს იურიდიულ ბრძოლას.

Leave a Reply