რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა იური ტრუტნევმა სახალინში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სანქციების და სხვადასხვა სახის შეზღუდვების შედეგად სახალინ-1 პროექტზე ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში 220 000 ბარელიდან 10 000-მდე დაეცა.
მისი თქმით, სიტუაცია გავლენას ახდენს როგორც სახალინის რეგიონის, ისე შორეული აღმოსავლეთისა და რუსეთის მთლიან ეკონომიკაზე. 2022 წლის შედეგების მიხედვით, რეგიონის ბიუჯეტში მიუღებელი თანხების ოდენობა 38 მილიარდ რუბლს გაუტოლდება, – აღნიშნა ტრუტნევმა.
პროექტიდან უცხოელი პარტნიორების გაყვანის მთავარი შედეგი იქნება საბადოების მახასიათებლების გაუარესება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ნავთობის ამოღების კოეფიციენტი, – თქვა ტრუტნევმა და განმარტა, რომ დიდი რაოდენობით ნავთობი დარჩება ფენებში და მისი მოპოვება შეუძლებელი გახდება.
პროექტ სახალინ 1-ზე მუშაობას ამერიკული ExxonMobil ხელმძღვანელობდა. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, კომპანიამ დაიწყო რუსეთში ბიზნესის წარმოების შეწყვეტის შესახებგანაცხადა.
კონსორციუმის კიდევ ერთი წევრი, ბრიტანულ-ჰოლანდიური ნავთობისა და გაზის გიგანტი Shell, ასევე ეძებს გზებს პროექტში თავისი წილის გაყიდვისთვის და მოლაპარაკებებს აწარმოებს ინდური ენერგეტიკული კომპანიების კონსორციუმთან.