ენერგეტიკული ბირჟის, სემეკისა და სსე-ის წარმომადგენლების ვიზიტი ნორდ პულის სათაო ოფისში

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ნორდ პულის სათაო ოფისს ეწვივნენ. ნორდ პულის მხრიდან სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდა ნორდ პულის გენერალური დირექტორი ტომ დარელი, ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული გუნდი.

ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში დღით ადრე და დღიური ბაზრების გაშვებისთვის საბოლოო დეტალების შეთანხმება და ამავე ბაზრების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა ადგილზე.

Leave a Reply