რუსული ნავთობის მიწოდება აზიაში 15%-ით შემცირდა

რუსული ნავთობის საშუალო ყოველკვირეული გადაზიდვის მოცულობა ჩინეთსა და ინდოეთში მაისის ბოლოს 15%-ზე მეტით შემცირდა.

Bloomberg-ი იუწყება, რომ ტრანსპორტირების დღიური მოცულობა აპრილის დონეს დაუბრუნდა – 3,67 მილიონი ბარელი. ნედლეულის ექსპორტის მოცულობის შემცირება ხდება მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს შავი ზღვის მარშრუტები უფრო აქტიურად გამოიყენება ტრანსპორტირებისთვის.

აღნიშნული მარშრუტი ამცირებს მანძილს ინდოეთის პორტებამდე.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ვითარება ვითარდება G7-ში რუსული ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე მიმდინარე დისკუსიების ფონზე. როგორ განხორციელდება შეზღუდვები და როგორ რეაგირება ექნება მოსკოვს მათზე, ჯერჯერობით უცნობია.

Leave a Reply