Author Archives: admin

ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი 50-ჯერ გაზარდა

ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა აპრილიდან ივნისამდე რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები 50-ჯერ გაზარდეს, იუწყება The Economic Times მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, რუსული ნავთობის იმპორტი 50-ჯერ გაიზარდა და ახლა პირველად შეადგენს ინდოეთის მიერ საზღვარგარეთიდან შეძენილი ნედლი ნავთობის 10%-ს. 24 თებერვლამდე ის არ აღემატებოდა ინდური შესყიდვების მთლიანი მოცულობის 0,2%-ს. “ახლა რუსეთი ინდოეთის ნავთობის ათ მთავარ მიმწოდებელს შორისაა. მაისში რუსეთმა ...

Read More »

დღეს მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

25 ივნისს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ალექსი მესხიშვილის, ჭანტურიას და ათონელის ქუჩების  მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

გერმანიაში მომხმარებლებისთვის გაზზე ფასის სამჯერ გაზრდას პროგნოზირებენ

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ გაბეკი აცხადებს, რომ, გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან RTL Nachtjournal-ს განუცხადა. კითხვაზე, ხომ არ ეშინია, რომ რუსეთი ივლისის შუა რიცხვებიდან გაზის მიწოდებას შეწყვეტს, გაბეკი ამბობს, რომ “მოვიტყუებ, თუ ვიტყვი – არა”. ივლისში იგეგმება Nord Stream 1-ით გაზის მიწოდების შეჩერება გაზსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო. კითხვაზე, წარმოიდგენს ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, სადაც მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ თბილისში, სასტუმრო „უინდემ გრანდ თბილისში“ გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „მუნიციპალიტეტები მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატისთვის,“ სადაც მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAP) სამუშაო ვერსიების ძირითადი საკითხები განიხილეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს ასევე წარმოადგენდა ზემოთაღნიშნული კუთხით მუნიციპალიტეტების მხრიდან მიღებული გამოცდილების გაზიარება და სამოქმედო გეგმების მომზადების, მონაცემების დამუშავების მიზნით ...

Read More »

ევროკავშირის ლიდერები რუსული გაზის გარეშე ცხოვრების პერსპექტივას განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 24 ივნისის შეხვედრაზე რუსული ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრების პერსპექტივები უნდა განიხილონ და მოსკოვი „იარაღის მიზნით ენერგიის გამოყენებაში“ დაადანაშაულონ. ამის შესახებ Reuters  იუწყება. კერძოდ, რუსეთმა უკვე შეამცირა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში, რითაც ყველაზე მეტად გერმანია ზარალდება, რადგანაც ამ ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანიის მრეწველობის გარკვეული სფეროები გაზის მიწოდების შემცირების გამო ზამთარში შეიძლება ...

Read More »

ევროპული გაზსაცავები ნოემბრისთვის 80%-ით უნდა გაივსოს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციას ევროკავშირის ტერიტორიაზე გაზის საცავების მიმდინარე წლის 1ლი ნოემბრამდე მინიმუმ 80%-ით გავსების შესახებ. „ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ოპერატორები უნდა მიიღწვოდნენ 85%-იან ნიშნულამდე. მომდევნო წლებში ეს სამიზნე მაჩვენებელი გაიზრდება 90%-მდე, რათა დავიცვვათ ევროპელები მიწოდებაში შესაძლო შეფერხებებისგან“, – წერია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ რეგლამენტში. მასში ხაზგასმულია, რომ ეს რეგლამენტი ატარებს კანონის ძალას და მიღებულია რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. ის უკვე შეთანხმებულია ...

Read More »

ჟოზეპ ბორელი ბირთვული შეთანხმების განსახილველად ირანში ჩავიდა

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ირანში ჩავიდა. ბორელის ვიზიტი, რომელიც 24-25 ივნისს გაგრძელდება, თეირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკებებს დაეთმობა. ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს შეხვდება. თეირანში აცხადებენ, რომ შეხვედრის ერთ-ერთი თემა ირანისთვის სანქციების რეჟიმის შემსუბუქება იქნება. მარტის ბოლოს ბირთვული ხელშეკრულების მხარეები ვენის მოლაპარაკებების დროს მიღწეულს პროგრესზე საუბრობდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ირანმა აშშ-სგან ისლამური ...

Read More »

Der Spiegel: გერმანია Nord Stream 2-ის მილსადენის ნაწილის ექსპროპრიაციას განიხილავს

გერმანიის მთავრობა განიხილავს, Nord Stream 2-ის მილსადენები ბალტიის ზღვის სანაპიროზე თხევადი ბუნებრივი გაზის (NLG) ტერმინალთან კავშირისთვის გამოიყენოს. Der Spiegel-ი იტყობინება, რომ გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს გერმანიის მიწაზე მდებარე მილსადენის სისტემის ნაწილის ექსპროპრიაციას და მილსადენის დანარჩენი ნაწილისგან გამოთიშვას. Gazprom-მა გასული წლის ბოლოს დაასრულა Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც გააორმაგებდა რუსული გაზის პირდაპირ მიწოდებას გერმანიაში, მაგრამ ის არასოდეს გამოუყენებიათ. გერმანიამ პროექტის სერტიფიცირების ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ევროკომისია: ნორვეგია ევროკავშირის ქვეყნებს გაზის მიწოდებას გაუზრდის

ევროკომისია და ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის სამინისტრო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ნორვეგიიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდებას გრძელვადიან ზრდაზე. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა. ევროკავშირსა და ნორვეგიას შორის თანამშრომლობა “გაზრდის ევროპის გამძლეობას უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის უარყოფითი შედეგების მიმართ”, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ნათქვამია განცხადებაში. ევროკომისია აცხადებს, რომ ნორვეგიაში ნავთობისა და გაზის მოპოვების მნიშვნელობა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის “კიდევ უფრო ...

Read More »

სერგეი ლავროვი ბირთვული შეთანხმების პერსპექტივის განსახილველად ირანში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ირანს ესტუმრა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვი თეირანში ბირთვული შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავს. მოგეხსენებათ, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენასა და მოლაპარაკებების გაგრძელებას ქვეყნები უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობენ. ირანის პრეზიდენტთან, იბრაჰიმ რაისთან გამართული შეხვედრის შემდეგ წარმოთქმული სიტყვის დროს, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლოდან აკვირდება დასავლეთის აგრესიულ პოლიტიკას. ამის ფონზე კი ...

Read More »