ჟოზეპ ბორელი ბირთვული შეთანხმების განსახილველად ირანში ჩავიდა

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ირანში ჩავიდა.

ბორელის ვიზიტი, რომელიც 24-25 ივნისს გაგრძელდება, თეირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკებებს დაეთმობა.

ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს შეხვდება.

თეირანში აცხადებენ, რომ შეხვედრის ერთ-ერთი თემა ირანისთვის სანქციების რეჟიმის შემსუბუქება იქნება.

მარტის ბოლოს ბირთვული ხელშეკრულების მხარეები ვენის მოლაპარაკებების დროს მიღწეულს პროგრესზე საუბრობდნენ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ირანმა აშშ-სგან ისლამური რევოლუციის გუშაგების ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღება მოითხოვა, პროცესი ჩიხში შევიდა.

Leave a Reply