ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი 50-ჯერ გაზარდა

ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა აპრილიდან ივნისამდე რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები 50-ჯერ გაზარდეს, იუწყება The Economic Times მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, რუსული ნავთობის იმპორტი 50-ჯერ გაიზარდა და ახლა პირველად შეადგენს ინდოეთის მიერ საზღვარგარეთიდან შეძენილი ნედლი ნავთობის 10%-ს.

24 თებერვლამდე ის არ აღემატებოდა ინდური შესყიდვების მთლიანი მოცულობის 0,2%-ს.

“ახლა რუსეთი ინდოეთის ნავთობის ათ მთავარ მიმწოდებელს შორისაა. მაისში რუსეთმა გადაუსწრო საუდის არაბეთს და გახდა რესპუბლიკაში ამ ნედლეულის სიდიდით მეორე ექსპორტიორი ერაყის შემდეგ”, – აცხადებენ წყაროები.

მათი თქმით, ინდოეთმა ისარგებლა იმ სიტუაციით, როდესაც რუსეთმა დაიწყო ნავთობის გაყიდვა ბარელზე 30 დოლარამდე ფასდაკლებით, იმ დროს, როდესაც მსოფლიო ენერგეტიკული ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაისში ინდოეთმა დაახლოებით 25 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი იყიდა.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply