ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციას ევროკავშირის ტერიტორიაზე გაზის საცავების მიმდინარე წლის 1ლი ნოემბრამდე მინიმუმ 80%-ით გავსების შესახებ.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ოპერატორები უნდა მიიღწვოდნენ 85%-იან ნიშნულამდე. მომდევნო წლებში ეს სამიზნე მაჩვენებელი გაიზრდება 90%-მდე, რათა დავიცვვათ ევროპელები მიწოდებაში შესაძლო შეფერხებებისგან“, – წერია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ რეგლამენტში.
მასში ხაზგასმულია, რომ ეს რეგლამენტი ატარებს კანონის ძალას და მიღებულია რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. ის უკვე შეთანხმებულია ევროკავშირის წევრ 27 ქვეყნის პროფილური მინისტრების დონეზე.
ტექსტში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ევროკავშირმა მოახდინოს გაზის მოწოდების დივერსიფიცირება და გაზარდოს ენერგოეფექტურობის ზომები.
კანონს მხარი დაუჭირა 490-მა ევროპარლამენტარმა, 47 იყო წინააღმდეგი, 55-მა თავი შეიკავა. მის ასამოქმედებლად აუცილებელია ევროკომისიის თანხმობა.
წყარო: bpn.ge