დღეს მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

25 ივნისს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ალექსი მესხიშვილის, ჭანტურიას და ათონელის ქუჩების  მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply