Tag Archives: #ელექტროენერგია

როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

რა ღირს დენი და გადახდის რა სქემა მუშაობს საქართველოს სამეზობლოში

საქართველოში დენის ტარიფი ელექტროენერგიის ხარჯვის მიხედვით განისაზღვრება,რასაც ე.წ. საფეხურეობრივ ტარიფს უწოდებენ მაშინ, როცა მაგალითად, მეზობელ სომხეთში, ცალ-ცალკე, დღისა და ღამის ტარიფები მოქმედებს. მიმდინარე წლის იანვრიდან თბილისელი აბონენტები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 18.041 თეთრს იხდიან , 101-დან 301 კვტ.სთ-მდე დანახარჯზე – 22.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 26.537 თეთრს. რეგიონებში 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებლები 1 კვტ.სთ-ზე ...

Read More »

დღეს თბილისის ორ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, გლდანისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, ქერჩისა და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატო II მიკრორაიონის მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ...

Read More »

გაზზე გაზრდილი ფასების ფონზე, ჰიდროენერგიის ევროპელი მწარმოებლები მოგების მნიშვნელოვან ზრდას ელიან

ელექტროენერგიისა და გაზის ფასების უპრეცედენტო ზრდა განსაკუთრებულად მომგებიანი აღმოჩნდა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში არსებული ჰიდროენერგიის მწარმოებელი კომპანიებისთვის. შექმნილი სიტუაცია მათ საშუალებას აძლევს კიდევ უფრო გაიმყარონ პოზიციები საბითუმო ბაზარზე. ბუნებრივ აირზე ფასებისა და მოთხოვნის რეკორდულმა მატებამ ელექტროენერგიის ფასები მთელ ევროპაში რეკორდულ მაქსიმუმამდე გაზარდა. S&P Global Platts-ის ცნობით, მაგალითად, გერმანიაში ელექტროენერგიის ღირებულებამ სექტემბრისთვის 117 ევრო/მვტ.სთ-ს გადააჭარბა. წიაღისეული საწვავის მწარმოებლების მსგავსად, ჰიდროსადგურებმა, ისევე ...

Read More »

“აზერენერჯიმ” საქართველოში ელექტროენერგიის საექსპორტო მოცულობა გააორმაგა

„ქვეყანაში გენერაციის სიმძლავრის გაზრდის ფონზე, მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა გადამცემი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაზე”. აღნიშნულის შესახებ შესახებ “აზერენერჯის” პრეზიდენტმა ბაბა რზაევმა განაცხადა. მისი სიტყვებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სპეციალურად მეზობელ საქართველოსა და ირანთან ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებისა და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დამონტაჟდა. რზაევმა განაცხადა, რომ 2013 წელს დაწყებული, 67,5 კილომეტრიანი, 220 კვ სიმძლავრის “მასალი (აზერბაიჯანი) – ასტარას (ირანი)” გადამცემი ხაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ...

Read More »
დავით ნარმანიას ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები გაძვირებული დენის ღირებულებას ოქტომბრიდან მიიღებენ

“თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და უფრო მეტ ადგილობრივი გენერაციის წყაროს, იგივე მზისა და ქარის სადგურებს არ შევქმნით, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხვდებით იმპორტზე”

თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და უფრო მეტ ადგილობრივი გენერაციის წყაროს, იგივე მზისა და ქარის სადგურებს არ შევქმნით, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხვდებით იმპორტზე, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნების სიაშია არამხოლოდ რუსეთი, არამედ თურქეთიც და აზერბაიჯანიც. „იცით, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე ...

Read More »

ნარმანია: არ არსებობს საფრთხე, რომ მხოლოდ რუსეთი იყოს ელექტროენერგიის მომწოდებელი

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ქვეყანა უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იმპორტზე. ამისთვის საჭიროა ჰესების მშენებლობა და სხვა ადგილობრივი გენერაციის წყაროს შექმნა. დავით ნარმანია აქვე განმარტავს, რომ რუსეთი არ არის ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელი. საქართველო ელექტროენერგიას იღებს ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. “ტარდება აუქციონები, გადაწყვეტილების მიღება კი, ფასით და ენერგიის მოცულობით ხდება. ელექტროენერგიის და გაზმომარაგების მოწოდების კუთხით, ...

Read More »

“თელასსა” და “თელმიკოს”, შესაძლოა, ჯარიმები გაუორმაგდეთ

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ თუ ელექტროენერგიის გადასახადის არასწორად დარიცხვების პრობლემა არ მოგვარდება, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიმდებიან. როგორც ნარმანიამ “ბიზნესს ფორმულას” განუცხადა, “თელასისა” და “თელმიკოს” მიერ არასწორად დარიცხვების სრული აღმოფხვრა თვის ბოლომდე უნდა მოხდეს. „უკვე დაკორექტირებულმა თანხამ 1.3 მილიონი ლარი შეადგინა. „თელასი“ დავაჯარიმეთ 50 ათასი ლარით, ხოლო „თელმიკო“ 75 ათასით. თუ მომავალშიც მოხდება მსგავსი ფაქტები და ამას მასობრივი ხასიათი ...

Read More »

ელექტროენერგიის მოხმარება 34.5%-ით გაიზარდა – ესკო სექტემბრის მაჩვენებლებს აქვეყნებს

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება. ლექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანამ მთლიანად 1256.658 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34,5%-ით მეტია. 2021 წლის სექტემბრის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 313 817 027,7 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 53 237 965,1 ლარი შეადგინა. ◼ – ...

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, წურწუმიას, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავისა და ხივინის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, რაფიელ აგლაძისა და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი ...

Read More »

აზერბაიჯანში გაზი და ელექტროენერგია გაძვირდა

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გაძვირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება სატარიფო საბჭომ მიიღო. ახალი ტარიფები 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება. კერძოდ, იმ აბონენტებისთვის, ვინც წელიწადში 1200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს, ტარიფი ათას კუბურ მეტრში 100-დან 120 მანათამდე გაიზრდება (184,8-დან 221,7 ლარამდე.) ანუ ერთ კუბურ მეტრში ფასი 18,48-დან 22,17 თეთრამდე გაიზარდა. აბონენტებს, ვინც წელიწადში 1200-დან 2500 კუბურ მეტრამდე ...

Read More »