ელექტროენერგიის მოხმარება 34.5%-ით გაიზარდა – ესკო სექტემბრის მაჩვენებლებს აქვეყნებს

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება.

ლექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანამ მთლიანად 1256.658 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34,5%-ით მეტია.

2021 წლის სექტემბრის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 313 817 027,7 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 53 237 965,1 ლარი შეადგინა.

◼ – პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

◼ – საბალანსო ელექტროენერგია

სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16,9593550 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი – 12.304 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 54.42% იყო, ქარის ელექტროსადგურის – 2.26%, თბოელექტროსადგურების – 43.27%, ხოლო იმპორტის – 0.05%.          

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ – ჰიდროელექტროსადგური

◼ – ქარის ელექტროსადგური

◼ – თბოელექტროსადგური

◼ – იმპორტი

2021 წლის სექტემბრის თვეში, ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა ძირითადად განახორციელეს პირდაპირმა მომხმარებლებმა, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, 58.5% შეადგინა. აგრეთვე, სექტემბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 7.0% შეადგინა. ამასთანავე, სექტემბრის თვეში, განაწილების ლიცენზიატების მიერ, განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა, რომლის წილმაც 10.0% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

◼ – საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი

◼ – პირდაპირი მომხმარებელი

◼ – სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

◼ – სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

◼ – განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

◼ – ექსპორტიორი

სექტემბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 17 362 560,00  ლარი.

Leave a Reply