„ქვეყანაში გენერაციის სიმძლავრის გაზრდის ფონზე, მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა გადამცემი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაზე”.
აღნიშნულის შესახებ შესახებ “აზერენერჯის” პრეზიდენტმა ბაბა რზაევმა განაცხადა.
მისი სიტყვებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სპეციალურად მეზობელ საქართველოსა და ირანთან ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებისა და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დამონტაჟდა.
რზაევმა განაცხადა, რომ 2013 წელს დაწყებული, 67,5 კილომეტრიანი, 220 კვ სიმძლავრის “მასალი (აზერბაიჯანი) – ასტარას (ირანი)” გადამცემი ხაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის პოტენციალს და გააძლიერებს აზერბაიჯანის წვდომას საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზარზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და სტაბილურობის გაძლიერების მიზნით, 1 500 კვ („აბშერონი“) და 4 220 კვ („მუშფიგი“, „ხირდალანი“, „ჰოვსანი“, „ნიზამი“) სიმძლავრის გადამცემ ხაზებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, დამონტაჟდა 1 220 კვ-იანი გადამცემი ხაზი “ბოიუკშორი”. გარდა ამისა, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 110 კვ-იან კიდევ ერთ გადამცემს და დამონტაჟდა ორი ახალი ხაზი.
ნინო სამადაშვილი