დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, წურწუმიას, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავისა და ხივინის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, რაფიელ აგლაძისა და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ვახტანგ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ცაგარელის, შმიდტისა და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალილუევის, ვახტანგ მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ჩოხატაურის, სელიმ ხიმშიაშვილის, აკაკი სურგულაძის, კიკნაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ნოე ჩხიკვაძისა და მიქატაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, შატილის, სადმელის, საჩხერის, ტყიბულის, ხვანჭკარის, ჩარგლის, გიორგი ირემაშვილისა და ქეთევან მაღალაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძისა და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Leave a Reply