Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

მცირედით შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   20 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.35 (+ 0,73) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.42 (+ 1.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

წლის ბოლომდე აზერბაიჯანში ყოველთვიურად გაიზრდება ნავთობის მოპოვება

OPEC +-ის მინისტრებმა კვირას გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების აღდგენის თაობაზე. ისინი ასევე შეთანხმდნენ არსებული ხელშეკრულების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელებაზე. აზერბაიჯანმაც მხარი დაუჭირა ხსენებულ გადაწყვეტილებებს. აღნიშნულის თაობაზე, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება. ნინო სამადაშვილი

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანში აცხადებენ, რომ “OPEC +”- ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ არ გამოიწვევს ნავთობის ფასის ზრდას

ირანი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში ნავთობზე მაღალი ფასები ნავთობის ექსპორტიორებს არ მოუტანს სარგებელს, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “OPEC +”-ის ახალი გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ ისე იქნა მიღებული, რომ ეს მის ზრდას არ გამოიწვევს, განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ნამდარ ზანგანემ. ”გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობზე მაღალი ფასები არ მოუტანს სარგებელს “OPEC +”-ს”, – თქვა მან. მისივე თქმით,  “OPEC +”-ის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ გამოიწვევს ფასების ...

Read More »

საქართველომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შეამცირა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა საქართველოს 740.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რომლის ღირებულებამაც მთლიანობაში 107.6 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით. გამოქვეყენებული ანგარიშის თანახმად, მოცულობა 21%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წლის პირველ ნახევარში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 96,6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა, რომლის ღირებულებეამაც მთლიანობაში 48,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნინო ...

Read More »

რა ღირს საწვავი საქართველოში?

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში საწვავის ფასი იზრდება. მესამე თვეა, რაც ბრენდირებულ სადგურზე, პრემიუმის ტიპის საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა. დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი “პრემიუმის” ფასი 3.05 ლარია, ხოლო “რეგულარის” 2.93 ლარი. “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი”პრემიუმის” ფასი 3.09 ლარია, “რეგულარის” – 2.95 ლარი. “ლუკოილის” ბეზნინგასამართ ქსელში “პრემიუმის” ფასი 3.02 ლარია, “რეგულარის” – 2.91 ლარი. “რომპეტროლის” “პრემიუმის” ფასი 3.08 ლარია, “რეგულარის” – ...

Read More »

გრენლანდიაში ნავთობს აღარ მოიპოვებენ

დანიიის მთავრობამ გრენლანდიის ნავთობის ჭაბურღილებზე საძიებო სამუშაოები შეაჩერა. მთავრობა აცხადებს რომ გლობალური დათბობა პრიორიტეტია და ამიტომ ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ Associated Press წერს. გრენლანდიის წყლებში ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ ხელისუფლებამ გადაწვეტილება 24 ივნისს მიიღო, თუმცა ინფორმაცია 15 ივლისს გაასაჯაროვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით ქვეყანაში ნავთობის არსებული მარაგი დაახლოებით 17,5 მილიარდი ბარელია, ხოლო ბუნებრივი აირის მარაგი ოთხ ტრილიონ კუბურ ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

“OPEC +”-ის შეხვედრაზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

კვირას, 18 ივლისს გაიმართა “OPEC +”-ის ქვეყნების მინისტრთა შეხვედრა, რომელზეც მირებულ იქნა გადაწყვეტილება შეთანხმების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელებასთან დაკავშირებით, შეცვლილი იქნება გარიგების ძირითადი პარამეტრი – ზოგიერთი ქვეყნისთვის ნედლეულის მოპოვების საბაზისო დონე, TACC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, რუსეთის ფედერაციისა და საუდის არაბეთისთვის მოპოვების საბაზისო დონე გაიზრდება 0,5 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 11,5 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ხოლო არაბთა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   16 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.59  (+ 0,12 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.81 (+ 0,16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობისა და გაზის კორპორაცია 40 ტონამდე ნავთობს ყიდის

IEA: მსოფლიოს ნავთობის დეფიციტი ემუქრება

OPEC +-ის უთანხმოებამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის დეფიციტი, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეუწყოს ინფლაციას და ზიანი მიაყენოს ეკონომიკის აღდგენას. თუ ალიანსი არ შეთანხმდება წარმოების გაზრდაზე, მაშინ მოთხოვნა ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვნად მაღალი იქნება, ვიდრე მიწოდება. აღნიშნულის შესახებ იუწყება Bloomberg, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ყოველთვიური ანგარიშზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის უთანხმოების გამო, მომდევნო თვეში წარმოების მოცულობა არ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   15 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.47  (-  1.29 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.65 (- 1.48)  დოლარი/ბარელზე.

Read More »