კვირას, 18 ივლისს გაიმართა “OPEC +”-ის ქვეყნების მინისტრთა შეხვედრა, რომელზეც მირებულ იქნა გადაწყვეტილება შეთანხმების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელებასთან დაკავშირებით, შეცვლილი იქნება გარიგების ძირითადი პარამეტრი – ზოგიერთი ქვეყნისთვის ნედლეულის მოპოვების საბაზისო დონე, TACC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, რუსეთის ფედერაციისა და საუდის არაბეთისთვის მოპოვების საბაზისო დონე გაიზრდება 0,5 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 11,5 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროებისთვის კვოტა გაიზრდება 3,17 მილიონიდან 3.5 მილიონ ბარელამდე/დღეში.
ასევე, ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ აგვისტოდან გაზრდის ნავთობის მოპოვებას ყოველთვიურად 0.4 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, სანამ ბაზარზე 2021 წლის ბოლოსთვის არ დაბრუნდება 2 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში.
“OPEC +”-ის ქვეყნების მორიგი შეხვედრა 2021 წლის 1 სექტემბერს გაიმართება.