ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში საწვავის ფასი იზრდება. მესამე თვეა, რაც ბრენდირებულ სადგურზე, პრემიუმის ტიპის საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა.
დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი “პრემიუმის” ფასი 3.05 ლარია, ხოლო “რეგულარის” 2.93 ლარი. “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი”პრემიუმის” ფასი 3.09 ლარია, “რეგულარის” – 2.95 ლარი.
“ლუკოილის” ბეზნინგასამართ ქსელში “პრემიუმის” ფასი 3.02 ლარია, “რეგულარის” – 2.91 ლარი.
“რომპეტროლის” “პრემიუმის” ფასი 3.08 ლარია, “რეგულარის” – 2.95 ლარი.
“გალფის” ბეზნინგასამართ ქსელში “პრემიუმის” ფასი 3.09 ლარია, “რეგულარის” – 2.93 ლარი.
წაყრო: report.ge