ნავთობისა და გაზის კორპორაცია 40 ტონამდე ნავთობს ყიდის

IEA: მსოფლიოს ნავთობის დეფიციტი ემუქრება

OPEC +-ის უთანხმოებამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის დეფიციტი, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეუწყოს ინფლაციას და ზიანი მიაყენოს ეკონომიკის აღდგენას. თუ ალიანსი არ შეთანხმდება წარმოების გაზრდაზე, მაშინ მოთხოვნა ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვნად მაღალი იქნება, ვიდრე მიწოდება. აღნიშნულის შესახებ იუწყება Bloomberg, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ყოველთვიური ანგარიშზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის უთანხმოების გამო, მომდევნო თვეში წარმოების მოცულობა არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ მოხმარება კვლავ გაიზარდა. IEA-ს აზრით, OPEC+-ის წევრებს შორის კონფლიქტს უკიდურესად შეუფერებელ მომენტში აქვს ადგილი. კორონავირუსის კრიზისის დროს დაგროვილი ზედმეტი ნავთობი უკვე ათვისებულია და ამჟამად მარაგი საშუალოზე ცოტაა. რაც შეეხება მოთხოვნას, წელს ის აღდგება მნიშვნელოვანი ტემპით – 5,4 მილიონი ბარელით დღეში.

აღინიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ OPEC+ მოახერხებს შეთანხმებას, წარმოების სავარაუდო ზრდა შეიძლება არ იყოს საკმარისი მომხმარებლის ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ივნისში, ალიანსის ქვეყნები აწარმოებდნენ 40,9 მილიონ ბარელს დღეში, და თუ აღნიშნულს დავუმატებთ განხილულ 400 ათას ბარელს, ეს მაინც მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება 43,45 მილიონ ბარელზე. IEA–ს თანახმად, სწორედ ამ მოცულობის ნავთობის მარაგი იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად …

გარდა ამისა, OPEC+ არ გამორიცხავს ფასების ომის გამეორებასაც, რომელსაც ადგილი 2020 წლის დასაწყისში ჰქონდა, თუმცა ისინი ხაზს უსვამენ, რომ ხსენებული არ შედის არც მწარმოებელთა და არც მომხმარებელთა ინტერესებში. მოცემული საფრთხის შესახებ ვარაუდს სხვა ექსპერტებიც გამოთქვამდნენ, რომლებიც ასევე ვარაუდობენ ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობასაც.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply