Tag Archives: #ნავთობკომპანიები

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო მზადაა გაყიდოს 18 მლნ ბარელი ნავთობი სტრატეგიული მარაგებიდან

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო დაიწყებს ნავთობის გაყიდვას სტრატეგიული მარაგებიდან 17 დეკემბერს, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო დაიწყებს პირველი 18 მილიონი ბარელის ნავთობის გაყიდვას ნაციონალური მარაგებიდან.  ამერიკის ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებამდე მივიდა მსოფლიო ბაზარზე  „შავი ოქროს“ ღირებულების შემცირების მიზნით. გარდა ამისა, 4,8 მილიონი ბარელი ნავთობი გადაეცემა ვალად Exxon Mobil-ს იმ პირობით, რომ დაუბრუნებს იმავე მოცულობას მცირედი დანამატით. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ღიაა მსგავსი ...

Read More »

OPEC-მა შეაფასა ომიკრონის გავლენა ნავთობის ბაზარზე

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC-მა შეაფასა ომიკრონის შესაძლო გავლენა ნავთობის ბაზარზე, როგორც ზომიერი და მოკლევადიანი.ორგანიზაციამ ჯერჯერობით გადაწყვიტა არ შეცვალოს ნედლეულზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი. ომიკრონის კორონავირუსის შტამი დიდ გავლენას არ მოახდენს ნავთობის გლობალურ ბაზარზე, ნათქვამია OPEC-ის დეკემბრის ანგარიშში. ”ახალი ომეკრონის ვარიანტის გავლენა მოსალოდნელია ზომიერი და ხანმოკლე, რადგან მსოფლიო უკეთ აღიჭურვება COVID-19 და მასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.ეს ავსებს სტაბილურ ეკონომიკურ პერსპექტივას როგორც ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის”ცნობით, 2021 წლის 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,39  (- 0,76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,29 (-  0,38)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიდან 500 მილიონი ტონა ნავთობი ტრანსპორტირდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით სანგაჩალის ტერმინალიდან, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ჯეიჰანში ჯამში 500 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა. 12 დეკემბერს მილსადენში 500 მილიონი ტონა კასპიის ნავთობი გადაიზიდა, 4922-ე Nordorse-ის ტანკერი დაიტვირთა და ტრიესტში (იტალია) გადაიგზავნა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვა 2006 წელს მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვების 15 წლის იუბილეს. SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით. შეგახსენებთ, ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის იმპორტის ზრდა გრძელდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1042,3 ათასი ტონა, რაც 37,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1004,8 ათასი ტონა) შედარებით და 49,7 ათასი ტონით ანუ 5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,6 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის ...

Read More »

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლების ფონზე, აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,47%-ით, 0.36 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 76,83 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით შეამცირა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი 96,9 მილიონ ბარელამდე/დღეში, 2022 წელს – 100,5 მილიონ ბარელამდე/დღეში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს ყოველთვიურ მოკლევადიან პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “ჩვენი პროგნოზით, ნავთობისა და თხევადი ნახშირწყალბადების მსოფლიო მოხმარება შეადგენს საშუალოდ 96,9 მილიონ ბარელს/დღეში 2021 წელს, რაც 5,1 მილიონი ბარელით მეტია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით… 2022 წელს კი ...

Read More »

ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,42  (- 1,40)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70,94 (-  1,42)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,25%-ით, 0.19 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 77.19 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

SOCAR-მა საქართველოში 700-ზე მეტი დასახლების გაზიფიცირება მოახდინა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საქართველოს შვილობილი კომპანია SOCAR Georgia Gas ამჟამად 780 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა აზერ მამედოვმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიამ საქართველოში 700-ზე მეტი დასახლების გაზიფიცირება მოახდინა და 11 000 კილომეტრიანი გაზსადენი ააშენა. აღსანიშნავია, რომ SOCAR Georgia Gas საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. კომპანიაში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

Read More »