ომიკრონის კორონავირუსის შტამი დიდ გავლენას არ მოახდენს ნავთობის გლობალურ ბაზარზე, ნათქვამია OPEC-ის დეკემბრის ანგარიშში.
”ახალი ომეკრონის ვარიანტის გავლენა მოსალოდნელია ზომიერი და ხანმოკლე, რადგან მსოფლიო უკეთ აღიჭურვება COVID-19 და მასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.ეს ავსებს სტაბილურ ეკონომიკურ პერსპექტივას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
OPEC-მა შეინარჩუნა ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი ნოემბრის შეფასებით: 2021 წელს 5,7 მილიონი ბარელი დღე/ღამეში და მომავალ წელს 4,2 მილიონი ბარელი დღე/ღამეში.
ოქტომბერ-დეკემბერში მოთხოვნის პროგნოზი შემცირდა ევროპაში კოროვირუსული შეზღუდვებისა და ომიკრონის შტამის პოტენციური გავლენის ფონზე.მოთხოვნის აღდგენა, რომელიც ადრე მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში იყო მოსალოდნელი, ახლა გადავიდა 2022 წლის იანვარ-მარტში, რის შემდეგაც უფრო სტაბილური აღდგენაა მოსალოდნელი მომდევნო წლის განმავლობაში, აცხადებენ ორგანიზაციაში.