ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით სანგაჩალის ტერმინალიდან, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ჯეიჰანში ჯამში 500 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა.
12 დეკემბერს მილსადენში 500 მილიონი ტონა კასპიის ნავთობი გადაიზიდა, 4922-ე Nordorse-ის ტანკერი დაიტვირთა და ტრიესტში (იტალია) გადაიგზავნა.
ეს მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვა 2006 წელს მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვების 15 წლის იუბილეს.
SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით.
შეგახსენებთ, რომ BTC Co–ს აქციონერები არიან: bp (30.10%); AzBTC (25.00%); MOL (8.90%); Equinor (8.71%); TPAO (6.53%); Eni (5.00%); Total (5.00%), ITOCHU (3.40%); INPEKS (2.50%), ExxonMobil (2.50%) და ONGC (BTC) Limited (2.36%).