“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო დაიწყებს ნავთობის გაყიდვას სტრატეგიული მარაგებიდან 17 დეკემბერს,
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო დაიწყებს პირველი 18 მილიონი ბარელის ნავთობის გაყიდვას ნაციონალური მარაგებიდან. ამერიკის ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებამდე მივიდა მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ღირებულების შემცირების მიზნით.
გარდა ამისა, 4,8 მილიონი ბარელი ნავთობი გადაეცემა ვალად Exxon Mobil-ს იმ პირობით, რომ დაუბრუნებს იმავე მოცულობას მცირედი დანამატით. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ღიაა მსგავსი მოთხოვნების მიმართ სხვა კომპანიებისგან.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა ქვეყნების გაერთიანებისა და საწვავის მარაგების გათავისუფლების აუცილებლობაზე.
ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ახლა შეიმჩნევა ნავთობზე ფასის კლება 10%-ით. თუმცა ქვეყანა გააგრძელებს „შავი ოქროს“ მარაგების გაყიდვას.