Tag Archives: #ენერგეტიკა

GREDA “გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” წევრი გახდა

GREDA “გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” წევრი გახდა! გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. შეთანხმება 160-ზე მეტ ქვეყანაში 16 100-ზე მეტ კომპანიასა და 4 000 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის უზრუნველყოფაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება GREDA, რომელიც საქართველოში განახლებადი ...

Read More »

განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ინვესტორთა შეკრებას მასპინძლობს

„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, მასპინძლობს ინვესტორთა შეკრებას განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რათა წარმოდგენილ იქნას კვლევების შედეგები და გაიმართოს დისკუსია განახლებადი ენერგიის განვითარების შესახებ. კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის საშუალებით ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ღონისძიების მთავარი მიზანია, ცნობიერების ამაღლება საქართველოში არსებულ ამჟამინდელ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით და არსებული გამოწვევების წარმოჩენა, რომელიც უქმნის ...

Read More »

შოლცი: გერმანიამ სწრაფად და უსაფრთხოდ უნდა მოიპოვოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა რუსეთისგან. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს „ჩვენ ძალიან დიდხანს და ცალმხრივად ვეყრდნობოდით რუსეთიდან ენერგიის მოწოდებას. ძველი ფორმულა, რომლის მიხედვით რუსეთი არის საიმედო პარტნიორი გერმანიისთვის, კრიზისულ სიტუაციაშიც კი უკვე არ გამოიყენება“, – განაცხადა კანცლერმა. გაზეთის ცნობით, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ უნდა მოიპოვოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა რაც ...

Read More »

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ენერგორესურსების ექსპორტიდან €93 მილიარდი გამოიმუშავა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან €90 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. რუსული ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია ჩინეთი და გერმანია. ამის შესახებ წერს ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი(CREA). მისი სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს. კვლევის თანახმად, ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი შემსყიდველია. მისმა წილმა შესყიდვაში 24 თებერვალი-3 ივნისის პერიოდში €57 მილიარდი შეადგინა. რუსული ნავთობის ყველაზე ...

Read More »

მზის ენერგიაზე მომუშავე გემი, რომლის კაპიტანი ხელოვნური ინტელექტია

Mayflower Autonomous გემია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს და მზის ენერგიაზე მუშაობს. ახლახანს კი მან დაასრულა მოგზაურობა ატლანტის ოკეანეში, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დღეს ავტონომიური სანავიგაციო სისტემები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. სტარტაპები და გლობალური კონგლომერატები ხარჯავენ დროსა და ძალისხმევას ამ ინოვაციის ყოველდღიურობაში შემოსატანად. საზღვაო ინდუსტრიისთვის ავტომატიზაციას ბევრი ბენეფიტის მოტანა შეუძლია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხისაც. ავტომატიზირებული სისტემები მნიშვნელოვანია საწვავის დაზოგვისა და დაბინძურების ...

Read More »

უკრაინას ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მილიარდობით ევროს გამომუშავების იმედი აქვს

მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინას ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიდან 1.5 მილიარდი ევროს გამომუშავების იმედი აქვს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის, ლანა ზერკალის განცხადებით, ქვეყნის სურვილი, ევროკავშირში ენერგიის ექსპორტის უფლების მოპოვების შემდგომ, მიღებული შემოსავლის გაზრდაა. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდგომ, უკრაინის ელექტროქსელმა რუსეთისა და ბელარუსის ქსელიდან გამოყოფა გადაწყვიტა. ქვეყანაში რუსეთის შეჭრამ, დაგეგმილზე 2.5 წლით ადრე, ქსელიდან კიევის სრულად გამოთიშვა განაპირობა. უკრაინამ მარტში ევროპულ ენერგოსისტემა ...

Read More »

პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი – 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი). ენერგეტიკა – $236.4 მილიონი; საფინანსო სექტორი – $111.1მილიონი; უძრავი ქონება – ...

Read More »

IEA – თუ ევროპელები სახლებში ტემპერატურას 2 გრადუსით შეამცირებენ, რუსული გაზი აღარ დასჭირდებათ

ევროპა რუსული გაზის გარეშე მკაცრ ზამთარსაც კი გადაიტანს, თუ ევროპელები სახლებში ტემპერატურას ორი გრადუსით შეამცირებენ. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა განცხადება ენერგოეფექტურობის კონფერენციაზე გააკეთა, რაც ორგანიზაციის Twitter-ზე გამოქვეყნდა. მისი თქმით, IEA-მ გამოვთვალა, რომ თუ ევროპელი მომხმარებლები საკუთარ სახლებში ტემპერატურას მხოლოდ ორი გრადუსით შეამცირებენ, მაშინ, დაახლოებით, 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაიზოგება, რაც Nord Stream 1-ით ...

Read More »

2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 7,07%-ით გაიზარდა – „თელასმა“ 55,8 მლნ ლარის მოგება მიიღო

თბილისის ელექტროენერგიის მთავარმა მიმწოდებელიმა 2021 წელი დადებითი მაჩვენებლით დაასრულა. „თელასმა“ გასულ წელს 55,8 მლნ. ლარი წმინდა მოგება მიიღო. 2020 წელთან შედარებით კომპანიის მოგება 2021 წელს 128,7 მლნ-ით გაიზარდა. პანდემიურ 2020–ში კომპანიას 72,9 მლნ ლარის წმინდა ზარალი ჰქონდა. ამის შესახებ სს “თელასის” გასული წლის ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.  საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელურმა კომპანიამ, რომელიც ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს 2020 წელს 398 მილიონი ლარის ...

Read More »

რა შედეგების მომტანი იქნება ემბარგო რუსეთისთვის

მიმდინარე კვირას ევროკავშირმა  რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ევროკავშირი აპირებს, რომ იმპორტირებული რუსული ნავთობის 90 პროცენტზე  წლის ბოლომდე  თქვას უარი. რუსეთისთვის დაწესებული ემბარგოს გავლენებსა და შედეგებზე საუბრობს  კრის ვიფერი, ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში. კრის ვიფერმა, ანალიტიკოსმა ეკონომიკის საკითხებში, განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი ენერგორესურსებისთვის მარტივი ბაზარი იპოვა და ჯერ ვერ იგრძნობს ფინანსურ დარტყმას. ექსპერტის თქმით, ინდოეთი და ჩინეთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნებია, რადგან  ისინი რუსულ ნავთობსა ...

Read More »