GREDA “გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” წევრი გახდა!
გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. შეთანხმება 160-ზე მეტ ქვეყანაში 16 100-ზე მეტ კომპანიასა და 4 000 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის უზრუნველყოფაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება GREDA, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას უწყობს ხელს.