„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, მასპინძლობს ინვესტორთა შეკრებას განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რათა წარმოდგენილ იქნას კვლევების შედეგები და გაიმართოს დისკუსია განახლებადი ენერგიის განვითარების შესახებ. კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის საშუალებით ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.
ღონისძიების მთავარი მიზანია, ცნობიერების ამაღლება საქართველოში არსებულ ამჟამინდელ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით და არსებული გამოწვევების წარმოჩენა, რომელიც უქმნის ბარიერს განახლებადი ენერგიის განვითარებას.
ღონისძიება, გამოხატავს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოში კერძო სექტორის განვითარებისა და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების რაციონალურად ათვისების მიმართ.