2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი – 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).
ენერგეტიკა – $236.4 მილიონი;
საფინანსო სექტორი – $111.1მილიონი;
უძრავი ქონება – $81.3 მილიონი;
დამამუშავებელი მრეწველობა – $37.4 მილიონი;
ტრანსპორტი – $23.4 მილიონი;
მშენებლობა – $19.3 მილიონი;
კავშირგაბმულობა – $14.7 მილიონი;
სასტუმროები და რესტორნები – $12.1 მილიონი;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – $2.3 მილიონი;
დანარჩენი სექტორები -$30.3 მილიონი;