Tag Archives: #ენერგეტიკა

ალექსეი მილერი აცხადებს, რომ “გაზპრომი”, რომელიც ამცირებს მიწოდებას ევროპისთვის, “საკუთარი წესებით” თამაშობს

რუსული ენერგეტიკული გიგანტის, “გაზპრომის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მოსკოვი გერმანიასა და იტალიაში გაზის მიწოდების შემცირების შემთხვევაში საკუთარი წესებით თამაშობს. “პროდუქტი ჩვენი, წესებიც ჩვენია. ჩვენ არ ვთამაშობთ წესებით, რომლებიც თავად არ შეგვიქმნია,” – თქვა ალექსეი მილერმა 16 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 15 ივნისს “გაზპრომმა” განაცხადა, რომ 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა ბუნებრივი აირის გადატუმბვა “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენით, კომპლექს ...

Read More »

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.   გასვლითი სხდომა ორი დღის განმავლობაში გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნოპარკის შენობაში გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების, აგრეთვე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. სალომე ვარდიაშვილმა ვრცლად უპასუხა დასმულ შეკითხვებს. ენერგოომბუდსმენის ანგარიში დადებითად შეფასდა.

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

მთავრობამ ნამახვანის შემდეგ შესაძლოა, ხუდოჰესის პროექტსაც უხელმძღვანელოს

მთავრობა ხუდონეჰესის პროექტის გაცოცხლებას აპირებს. კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა სპეციალისტების ინფორმაციით, მთავრობასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით იმ მოდელზე, რომელიც ნამახვანჰესთან დაკავშირებით გახმოვანდა. სახელმწიფო ორივე შემთხვევაში აპირებს დიდ საინვეტიციო პროექტში მთავარი როლი შეასრულოს. როგორც დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მირცხულავამ დაადასტურა, სახელმწიფო ხუდონჰესის პროექტის გამოსყიდვის ეტაპზეა. სახელმწიფო მსხვილ ენერგოპროექტების განხორციელების საწყის ეტაპზე იქნება ჩართული, რაც ინვესტორისთვის „მწვანე შუქის“ ასანთებად პროექტის ...

Read More »

მინისტრის მოადგილე: აზერბაიჯანს შეუძლია ზანგეზურის დერეფნით ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში

აზერბაიჯანს შეუძლია მომავალში ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში ზანგეზურის დერეფნის გავლით განახორციელოს. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა ბაქოს IX გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „ენერგეტიკული უსაფრთხოების აქტუალური საფრთხეები: მათი ბუნება, მასშტაბები და მოგვარების ეფექტური გზები“ განაცხადა. სოლტანოვმა აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ ზანგეზურის დერეფნით სარგებლობა: „სომხეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც 2020 წლის ნოემბერში გაფორმებულ სამმხრივ განცხადებაშია ასახული. პრეზიდენტმა ...

Read More »

ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 17 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV და V მიკრორაიონების I, III, VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, სამგორის დასახლების, ვაზისუბნის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: კომუნალური გადასახადები ბევრ ქვეყანაში უპრეცედენტოდ გაიზარდა. საქართველოში მოვახერხეთ მოსახლეობისთვის გაზისა და ელექტროენერგიის ფასის სტაბილურად შენარჩუნება

ლევან დავითაშვილის თქმით, ენერგომატარებლებზე გლობალური ზრდის მიუხედავად, მთავრობამ საქართველოში კომუნალური გადასახადების სტაბილურად შენარჩუნება მოახერხა. ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. „როცა ენერგომატარებლებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოვახერხეთ მოსახლეობისთვის სტაბილურად გაზისა და ელექტროენერგიის ფასის შენარჩუნება და კომუნალური გადასახადები, რომელიც ძალიან მაღალია და ბევრ ქვეყანაში უპრეცედენტოდ გაიზარდა (არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში), მოვახერხეთ, ...

Read More »

იანვარ-მაისში გამომუშავებული ელენერგიის 16,2% დამოუკიდებლობის წლებში აშენებულ მარეგულირებელ სეზონურ სადგურებზე მოდის

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მაისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის მაისში ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული 1,452744 მლრ კვტსთ ელექტროენერგიიდან მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების წილად მოდის 42,4%, რაც შეადგენს 615,276 მლნ კვტსთ-ს.მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების მიერ მაისში გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 100,630 მლნ კვტსთ-ით ანუ19,6%-ითმარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების მიერ მაისში გამომუშავებული 615,276 მლნ კვტსთ ელექტროენერგიიდან ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ჯაბა ხმალაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ჯაბა ხმალაძე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ახალი დირექტორი ფონდის თანამშრომლებს წარუდგინა და ხაზგასმით აღნიშნა მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და გუნდური მუშაობის უნარი. წარდგენისას, ასევე, დასახელდა ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელთა მიზანსაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარება, მათ შორის, პრიორიტეტულ ენერგეტიკულ ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი ნამახვანჰესზე: სახელმწიფოს ფუნქცია კერძო ბიზნესის საქმის კეთება არ არის

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის პროექტი ეფექტური იყო. “ჩვენ გავუშვით ეს შესაძლებლობა. იმ თანხად, რაზეც შეპირებული გვყავდა ინვესტორი, ახალ სიტუაციაში, ეს შეიძლება ვეღარ გავაკეთოთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ნამახვანჰესი რჩება ერთ-ერთ ყველაზე საჭირო პროექტად საქართველოს ენერგეტიკაში”, – აცხადებს მურმან მარგველაშვილი “ბიზნესპარტნიორთან”. ნამახვანჰესის პროექტის პირობებთან დაკავშირებით, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული რამდენად სათანადო ექსპერტიზა გაკეთდა პროექტთან დაკავშირებით – საფრთხეები არამეცნიერულად ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯაბა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯაბა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ახალი დირექტორის პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და გუნდური მუშაობის უნარს. „მისი თქმით, ჯაბა ხმალაძე წარმატებით შეძლებს, გაართვას თავი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, როგორიცაა ენერგეტიკის განვითარების ფონდი. წარდგენისას დასახელდა ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელთა ...

Read More »