ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

 

გასვლითი სხდომა ორი დღის განმავლობაში გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნოპარკის შენობაში გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების, აგრეთვე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. სალომე ვარდიაშვილმა ვრცლად უპასუხა დასმულ შეკითხვებს. ენერგოომბუდსმენის ანგარიში დადებითად შეფასდა.

Leave a Reply