„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მაისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის მაისში ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული 1,452744 მლრ კვტსთ ელექტროენერგიიდან მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების წილად მოდის 42,4%, რაც შეადგენს 615,276 მლნ კვტსთ-ს.
მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების მიერ მაისში გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 100,630 მლნ კვტსთ-ით ანუ19,6%-ით
მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების მიერ მაისში გამომუშავებული 615,276 მლნ კვტსთ ელექტროენერგიიდან დამოუკიდებლობის წლებში აშენებული მარეგულირებელი ჰიდროსადგურების წილად მოდის 54,5%, რაც შეადგენს 335,440 მლნ კვტსთ-ს. შარშანდელთან შედარებით ზრდა 81,248 მლნ კვტსთ ანუ 32%-ია.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების მიერ სულ გამომუშავებულია 2,004250 მლრ კვტსთ, რაც შარშანდელ იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 14,4%-ით მეტია.
მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების მიერ იანვარ-მაისში გამომუშავებულ ელექტროენერგიაში დამოუკიდებლობის წლებში აშენებული სადგურების წილად მოდის 45,2% (905 მლნ კვტსთ). შარშან ანალოგიური მაჩვენებელი 41,7%-ს (729,726 მლნ კვტსთ) შეადგენდა.
იანვარ-მაისში საქართველოს თბო, ჰიდრო და ქარის სადგურების მიერ სულ 5,5779 მლრ კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული
