მინისტრის მოადგილე: აზერბაიჯანს შეუძლია ზანგეზურის დერეფნით ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში

აზერბაიჯანს შეუძლია მომავალში ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში ზანგეზურის დერეფნის გავლით განახორციელოს.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა ბაქოს IX გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „ენერგეტიკული უსაფრთხოების აქტუალური საფრთხეები: მათი ბუნება, მასშტაბები და მოგვარების ეფექტური გზები“ განაცხადა.

სოლტანოვმა აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ ზანგეზურის დერეფნით სარგებლობა: „სომხეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც 2020 წლის ნოემბერში გაფორმებულ სამმხრივ განცხადებაშია ასახული. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთმა თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“.

“აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის სერიოზული ექსპორტიორია. გასულ წელთან შედარებით, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტი 45%-ით გაიზარდა”, – დაამატა მინისტრის მოადგილემ.

Leave a Reply