Tag Archives: #რუსეთი

„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

პოლონეთი და სლოვენია რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდაინ

პოლონური ნავთობისა და გაზის კომპანია PGNiG (Polskie Górnictwo Naftowe i Gazownictwo) აცხადებს, რომ ისინი ვერ ხედავენ ბუნებრივი აირის საფასურის მხოლოდ რუსული რუბლით გადახდის შესაძლებლობას, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს მოითხოვა. ამის შესახებ 24 მარტს პრესკონფერენციაზე PGNiG-ის გამგეობის ხელმძღვანელმა პაველ მაიევსკიმ განაცხადა. “ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. იამალის კონტრაქტი, რომლის დეტალებს ვერ ვამხელ, ითვალისწინებს ფასის დარეგულირების გზას”, – განაცხადა მან. ამავდროულად, ...

Read More »

შოლცი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს ამბობს

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცმა უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადოს. politico-ს ცნობით, შოლცი ამტკიცებს, რომ გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების უმეტესობა გადახდას ევროში ან აშშ დოლარში ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, პუტინმა დასავლეთის სანქციების საპირისპიროდ განაცხადა, რომ ე.წ. არამეგობრულმა ქვეყნებმა, მათ შორის, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსული გაზის იმპორტის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. politico-ს შეფასებით, პუტინს ეს ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

იაპონიამ და საფრანგეთმა რუსული გაზის ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციები გაყინეს

იაპონელმა და ფრანგმა ინვესტორებმა შეაჩერეს რუსული გაზის კერძო კომპანიის Novatek-ის 23 მილიარდი დოლარის დაფინანსება ჩრდილოეთ რუსეთში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნის ასაშენებლად – ამის შესახებ იაპონური საინფორმაციო სააგენტო Nikkei იტყობინება. „იაპონიამ და საფრანგეთმა შეწყვიტეს ახალი ინვესტიციების განხორციელება რუსეთის არქტიკაში თხევადი ბუნებრივი აირის ძირითად პროექტში, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამო“, – წერს Nikkei. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციებმა ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალება არ მისცეს, გადაერიცხათ პროექტის დასაფინანსებლად ...

Read More »
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს

ერდოღანი: ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ – ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსული გაზის შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს. „ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ. ამასთანავე, რუსეთთან ერთად ატომურ ელექტროსადგურს ვაშენებთ. ამ საკითხს განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სენსიტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას“, ...

Read More »

რუსეთმა შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნისგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საფასური ბიტკოინებში მიიღოს

რუსეთმა შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნისგან, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საფასური, ბიტკოინებში მიიღოს, – იუწყება BBC. გამოცემის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა პაველ ზავალნიმ განაცხადა, რომ „მეგობარ“ ქვეყნებს, ასევე შეუძლიათ, ადგილობრივ ვალუტაში გადაიხადონ. ასეთ ქვეყნებში მან, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი დაასახელა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს თქვა, რომ მოსკოვი „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის. ამ ქვეყნებს შორის ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან, აშშ-ის გადაწყვეტილება, მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით

ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან და სანდო მომწოდებლებზე ორიენტირება. მაშასადამე, აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობდა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება სტრატეგიული მარცხი ვლადიმერ პუტინისთვის. „ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის სასტიკ ომს. ეს ...

Read More »
ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

კანადაა მზადაა, ევროკავშირს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს

კანადა ევროკავშირს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოსა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული. „ევროკავშირის ქვეყნების რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დასასრულებლად, ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას უნახშირბადო ენერგიაზე გადასვლაში, მათ შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში“, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ კანადა და ევროკავშირი უკვე მუშაობენ სპეციალური ჯგუფის შექმნაზე, რომელიც იზრუნებს თხევად ბუნებრივ ...

Read More »

უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ჩერნობილის უნიკალური ლაბორატორიის განადგურებაში, რომელსაც რადიაციული ნარჩენების კონტროლი შეეძლო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ჩერნობილში გაძარცვეს და გაანადგურეს 6 მილიონი ევროს ღირებულების, უახლესი ანალიტიკური ლაბორატორია. ამის შესახებ უკრაინის განრიდების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო იუწყება. „რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გაანადგურეს ჩერნობილის უახლესი ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც არის უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რომელსაც რადიონარჩენების როგორც კონდიცირება, ისე განადგურება შეუძლია.“, – აცხადებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაცია

Read More »

ავსტრია: რუსულ გაზში ევროს გადავიხდით, სხვა მოლაპარაკება არ გვაქვს

ევროპაში პირველად გამოეხმაურნენ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში შემავალი ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსულ გაზი რუბლებში უნდა იყიდონ. გაზპრომის ავსტრიული პარტნიორი OMV-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი რუსულ გაზში ევროს გადაიხდიან, ვინაიდან მხარეებს შორის სხვა შეთანხმება არ არსებობს. პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმურა გერმანიის საგაზო გაერთიანებაც – მათი თქმით გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. საყურადღებოა, რომ გაზის შესყიდვის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ...

Read More »

დმიტრო კულება: რუსული გაზის ყიდვა რუბლით იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი

რუსული გაზის ყიდვა რუბლით, იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის ფედერაციის წინადადებას, ევროკავშირმა რუსული გაზის საყიდლად რუბლი გამოიყენოს. აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო პუტინის დამამცირებელი მოთხოვნის წინაშე თავს დახრის და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეისყიდის, ამგვარი ქმედება მხოლოდ ერთს ნიშნავს, – ...

Read More »