რუსეთმა შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნისგან, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საფასური, ბიტკოინებში მიიღოს, – იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა პაველ ზავალნიმ განაცხადა, რომ „მეგობარ“ ქვეყნებს, ასევე შეუძლიათ, ადგილობრივ ვალუტაში გადაიხადონ. ასეთ ქვეყნებში მან, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი დაასახელა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს თქვა, რომ მოსკოვი „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის. ამ ქვეყნებს შორის არიან, მათ შორის აშშ, ევროკავშირის სახელმწიფოები და კანადა.
24 მარტს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო რუსეთის მოთხოვნა:
“გადახდის ვალუტა ხელშეკრულების ნაწილია და ეს არის ის, რაც მოქმედებს. დოკუმენტებში გადახდა ძირითადად ევროში ან აშშ დოლარშია გათვალისწინებული”.