უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ჩერნობილის უნიკალური ლაბორატორიის განადგურებაში, რომელსაც რადიაციული ნარჩენების კონტროლი შეეძლო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ჩერნობილში გაძარცვეს და გაანადგურეს 6 მილიონი ევროს ღირებულების, უახლესი ანალიტიკური ლაბორატორია. ამის შესახებ უკრაინის განრიდების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო იუწყება.

„რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გაანადგურეს ჩერნობილის უახლესი ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც არის უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რომელსაც რადიონარჩენების როგორც კონდიცირება, ისე განადგურება შეუძლია.“, – აცხადებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაცია

Leave a Reply