Tag Archives: #ირანი

ირანს სჭირდება გარანტიები, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები არ გავლენ ბირთვული ხელშეკრულებიდან

ირანის პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის მოუწოდეს აშშ-სგან და ევროპის სამი ქვეყნისგან მოითხოვოს გარანტიები, რომ ისინი არ დატოვებენ ამჟამად ვენაში განხილვის პროცესში მყოფ ბირთვულ ხელშეკრულებას, – იუწყება ირანის სახელმწიფო მედია 20 თებერვალს. რაისისადმი გაგზავნილ წერილში, პარლამენტარები ამბობენ, რომ აშშ და ხელშეკრულების ხელმომწერი სამი ევროპული ქვეყანა – ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია – უნდა გამოვიდნენ გარანტიით, რომ ისინი არ აამუშავებენ მექანიზმს, რომლის ...

Read More »

ირანის უზენაესმა ლიდერმა, ვენაში მოლაპარაკების ფონზე განაცხადა, რომ ირანს სურს ბირთვული ენერგია და არა – იარაღი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ თეირანს სჭირდება ბირთვული ენერგია და არა – იარაღი. ეს მან თქვა მსოფლიოს ქვეყნებთან ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებაში გაჩენილი გარღვევის ნიშნების ფონზე. კომენტარებში, რომლებიც სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გადაიცა 17 თებერვალს, შეურიგებელმა ხამენეიმ, რომელიც სრულ რელიგიურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს ირანში, განაცხადა, რომ თეირანმა “ხვალინდელ დღეზე უნდა იფიქროს” და რომ “ადრე თუ ...

Read More »

შეთანხმება ახლოსაა ირანის ბირთვული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, “ახლოსაა” შეთანხმება, რომლითაც უნდა აღდგეს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება – რაც ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე წინსვლას ნიშნავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ამ განცხადებით გამოვიდა 14 თებერვალს, თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა. ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ხელშეკრულების აღდგენის მთავარ პირობად ირანი კვლავ სანქციების მოხნას ასახელებს ...

Read More »

ვენაში განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე

ვენაში 8 თებერვალს უნდა განახლდეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო იმ ფონზე, როდესაც ირანის განცხადებით, ამ შეთანხმებასთან დაბრუნებისთვის „წითელ ხაზს“ მისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება წარმოადგენს. აშშ ჯერ კიდევ შესაძლებლად მიიჩნევს ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანთან შეთანხმების მიღწევას, რაც ვაშინგტონის აზრით, უნდა მოხდეს სწრაფად, რადგან ირანი ამასობაში განაგრძობს საკუთარი ბირთვული პროგრამის განვითარებას. „გარიგება, რომელიც ...

Read More »

აშშ-მა ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქა

აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სანქციების ნაწილი გააუქმა. ამის შესახებ Reuters იუწყება. ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ვაშინგტონის მხრიდან თეირანის მიმართ გარკვეული დათმობა. „სანქციებიდან გარკვეული გამონაკლისის დაშვება იმით არის განპირობებული, რომ მესამე ქვეყნებს ირანის უსაფრთხოების და ბირთვული გაუვრცელებლობის პროგრამებში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცეს“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამასთანავე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ...

Read More »

ვენაში ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე, თეირანმა ქუჩაში რაკეტები გამოფინა

იმ დროს, როდესაც ირანის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით, ვენაში მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, პარასკევს, თეირანის ცენტრში, ღია სალოცავ მოედანზე, ირანმა სამი ბალისტიკური რაკეტა გამოფინა. გასამხედროებული რევოლუციური გვარდიის განცხადებით, რაკეტებს, რომლებიც ცნობილია დასახელებებით: „დეზფული“, ქიამი“ და „ზოლფაღარი“, 1000 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს და უკვე ცნობილი მოდელებია. 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილი ქვეყნების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და ჩინეთის დიპლომატები თეირანთან მუშაობენ, რათა ...

Read More »

ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გრძელდება

საახალწლო შესვენების შემდეგ, ორშაბათს ვენაში განახლდა მოლაპარაკებები 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების აღდგენის შესახებ, რომელიც სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს. ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები „სიღრმისეულ ფაზაში შედის“. იმის მიუხედავად, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა გარკვეული პროგრესი მოიხსენიეს, ირანმა შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, როგორც თვითონ უწოდებს,„მაქსიმალურ მოთხოვნებში“, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა ...

Read More »

ირანმა კრიპტო მაინინგი აკრძალა

ირანმა კრიპტოვალუტის მაინინგის ავტორიზებული ცენტრების დახურვის ბრძანება წელს მეორედ გასცა. მიზანი ქვეყნის ელექტროსადგურებზე ზეწოლის შემსუბუქებაა. აკრძალვა, რომელიც 6 მარტამდე იქნება ძალაში, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის 209 მეგავატ ელექტროენერგიას გამოათავისუფლებს. ხელისუფლება ასევე ებრძვის არალეგალურ კრიპტო მაინინგს, რომელსაც ახორციელებენ როგორც ფიზიკური პირები, ასევე უფრო ფართომასშტაბიანი სამრეწველო ერთეულები. ქვეყანაში არალიცენზირებულ ოპერატორებს კრიპტო მაინინგის უდიდესი წილი უკავიათ. ისინი 600 მეგავატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ირანმა ელექტროსადგურებზე გაზრდილი ...

Read More »

ისრაელი არ ეწინააღმდეგება ირანთან „კარგ“ გარიგებას ბირთვულ სფეროში

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება ბირთვულ სფეროში „კარგ“ გარიგებას ირანსა და მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის, თუმცა მან სკეპტიციზმი გამოხატა იმის თაობაზე, რომ მიმდინარე კვირაში განახლებული მოლაპარაკებები ასეთ შედეგს მოიტანს. „ბოლოს შესაძლოა კარგი გარიგება იქნეს მიღწეული“, – თქვა ბენეტმა 28 დეკემბერს ისრაელის სამხედრო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. „მოსალოდნელია თუ არა ეს ამ მომენტში, ამჟამინდელი დინამიკის პირობებში? არა, ვინაიდან საჭიროა ...

Read More »

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი: ირანთან ბირთვული დიპლომატია შესაძლოა “რამდენიმე კვირაში” ამოიწუროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას, შესაძლოა “რამდენიმე კვირაში” ამოიწუროს. 22 დეკემბერს, ისრაელში ვიზიტისას სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი და მისი პარტნიორები განიხილავენ დროის ჩარჩოების დაწესებას ირანთან დიპლომატიისთვის. “საჯაროდ კალენდარში რაიმე თარიღს არ შემოვხაზავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დახურულ კარს მიღმა ვმსჯელობთ ...

Read More »