საახალწლო შესვენების შემდეგ, ორშაბათს ვენაში განახლდა მოლაპარაკებები 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების აღდგენის შესახებ, რომელიც სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს.
ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები „სიღრმისეულ ფაზაში შედის“.
ორივე მხარემ მიანიშნა, რომ შეთანხმებაში დაბრუნება სრულად სურს. აპრილში მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, შეთანხმების სხვა მონაწილეები შუამავლის როლს ასრულებდნენ ირანის და აშშ-ს დელეგაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან მხოლოდ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
შეერთებული შტატები შეთანხმებიდან 2018 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს გამოვიდა.
წყარო: “ამერიკის ხმა”