Tag Archives: #გაზსადენი

ევროპა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით მეტ გაზს მიიღებს

კრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 8 თვის შემდეგ, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) გაზის მიწოდების მოცულობა გაორმაგდება. ამის შესახებ თურქული გამოცემა – Hürriyet-ი წერს. როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დიონმეზმა თქვა, “გადაწყდა TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგება. ჩვენ გავზრდით სიმძლავრეს 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32-მდე”. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი სატუმბი გაზის დამატებითი მოცულობის ნაწილის გამოყენებას შეძლებს. გარდა ამისა, 2027 წლის ბოლომდე ...

Read More »

რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მაგისტრალზე გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, არსებული დაზიანებული 6 მეტრი სიგრძის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ყვარლის გაზგამანაწილებელ სადგურში ძველი ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ნიგერია-მაროკოს გაზსადენი ევროპას ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება

აფრიკული გაზსადენის მშენებლობა, რომელიც ნიგერიას მაროკოსთან დააკავშირებს, 20-25 მილიარდი დოლარი დაჯდება. ხსენებული სადენი შესაძლებელს გახდის გაიზარდოს საწვავის მიწოდება ევროპაში და იხსნას რეგიონი მწვავე ენერგეტიკული კრიზისისგან. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. „ნიგერიას ყველაზე დიდი დადასტურებული გაზის მარაგი აქვს აფრიკაში – დაახლოებით 200 ტრილიონი კუბური ფუტი, რომლის უმეტესი ნაწილი არ გამოიყენება, უბრალოდ იწვება ან ხელახლა შეჰყავთ ნავთობის ჭაბურღილებში. ასე რომ, მომდევნო ოთხი წლის ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 12 ოქტომბერს ხონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 12 ოქტომბერს 02:00დან 06:00 საათამდე შესაძლოა აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების პროცესი შეფერხდეს. კერძოდ, მ/წ 12 ოქტომბერს 02:00დან 06:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება, შესაძლოა, შეეზღუდოს ქალაქ სამტრედიის ნაწილსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ...

Read More »

პუტინი უკრაინას გაზსადენი “თურქული ნაკადის” აფეთქების მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინას გაზსადენ თურქულ ნაკადზე დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებს. “ჩადენილია მთელი რიგი სხვა ტერაქტები და ელექტროენერგიისა და გაზის სატრანსპორტო ობიექტებზე მსგავსი დანაშაულების ჩადენის მცდელობები, მათ შორის ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემა თურქული ნაკადის აფეთქების მცდელობა. ეს ყველაფერი დამტკიცებულია ობიექტური მონაცემებით, მათ შორის ამ ტერაქტების ჩამდენი დაკავებულების ჩვენებებით”. – თქვა პუტინმა. გაზსადენი თურქული ნაკადი შავი ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთსა და თურქეთს აკავშირებს. ბუნებრივი აირი თურქეთიდან აღმოსავლეთ ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ორშაბათის ვაჭრობაზე გაზპრომის აქციების ფასი 30%–ით დავარდა

თბილისი (GBC) – ვაჭრობის გახსნის პირველ წუთებში რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომის აქციების ფასი 29,7%–ით დავარდა. მოსკოვის ბირჟის ინდექსი და 8,7%–ით შემცირდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ფინანსური ანალიტიკოსები ვარდნის მიზეზებად უკრაინაში საომარი მოქმედებების გამწვავებას და კომპანიის მიერ დივიდენდების გაცემის გადავადებას ასახელებენ: ორშაბათიდან, 10 ოქტომბრიდან, გაზპრომის აქციების მფლობელები ვერ შეძლებენ 2022 წლის დივიდენდების მიღებას. აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით, აქციების ფასი ...

Read More »

დანიის კუნძულს, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან აირის გაჟონვის მახლობლად, აუხსნელი მიზეზით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება

დაუდგენელი მიზეზით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება დანის ერთ-ერთ კუნძულს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე სავარაუდო „დივერსიული“ თავდასხმის შედეგად აირის გაჟონვის მახლობლად მდებარეობს. Energinet-მა, რომელიც კუნძულ ბორჰოლმისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ გამოიძიებს ენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს წყალქვეშა კაბელის დაზიანებას. ბორჰოლმზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ორი კვირაში მას შემდეგ, რაც კუნძულის მახლობლად „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე, რომლებიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, მოხდა ...

Read More »

გერმანიის პოლიციამ Nord Stream-ებზე მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე დაზიანების გარემოებების გამოძიება დაიწყო. როგორც კვირას, 9 ოქტომბერს საჯარო იურიდიული მედია კომპანიები WDR და NDR, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტში გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე აცხადებენ, ჩამოყალიბდა კვლევითი ჯგუფი, რომელშიც გერმანიის ფედერალური პოლიციის და ბუნდესვერის თანამშრომლები არიან დაშემთხვევის გამოსაკვლევად ბალტიის ზღვაში გაემგზავრნენ. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელმა დიტერ რომანმა გასულ ...

Read More »

შვედეთის პროკურატურა: შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე აფეთქებები მოხდა

შვედეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაასრულეს Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე გაჟონვის ადგილების შემოწმება და დაადგინეს, რომ გაჟონვის მიზეზი აფეთქება იყო. „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე აფეთქებები მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გაზსადენებს. დანაშაულის ადგილის დათვალიერებამ გააძლიერა ეჭვი სერიოზული დივერსიის შესახებ“, – განაცხადეს შვედეთის პროკურატურაში. 29 სექტემბერს, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განაცხადეს, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების ...

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო“ – ნიკო ლანგი

„გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად დამოკიდებული იყო. „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო და მიხარია, რომ გერმანიამ ეს შეცდომა გამოასწორა“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკო ლანგიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ არტილერიაში გერმანიამ ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავოს. მისი თქმით, თავდაცვის მხრივ გაწეული დახმარება უკრაინისთვის იმაზე კარგია, ვიდრე გერმანიის რეპუტაცია. „გერმანია ...

Read More »