აფრიკული გაზსადენის მშენებლობა, რომელიც ნიგერიას მაროკოსთან დააკავშირებს, 20-25 მილიარდი დოლარი დაჯდება. ხსენებული სადენი შესაძლებელს გახდის გაიზარდოს საწვავის მიწოდება ევროპაში და იხსნას რეგიონი მწვავე ენერგეტიკული კრიზისისგან. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
„ნიგერიას ყველაზე დიდი დადასტურებული გაზის მარაგი აქვს აფრიკაში – დაახლოებით 200 ტრილიონი კუბური ფუტი, რომლის უმეტესი ნაწილი არ გამოიყენება, უბრალოდ იწვება ან ხელახლა შეჰყავთ ნავთობის ჭაბურღილებში. ასე რომ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაზის მოპოვების 4-ჯერ გაზრდა სავსებით შესაძლებელია. “- ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, ახალი აფრიკული მილსადენის მშენებლობას შესაძლოა 25 წლამდე დასჭირდეს, იუწყება მაროკოს სახელმწიფო სააგენტო MAP.
„ნიგერიული გაზის ექსპორტი ამჟამად შემოიფარგლება მხოლოდ Nigeria LNG Ltd.-ის მიწოდებით, სწორედ მან წამოაყენა წინადადება ახალი ტრანსკონტინენტური გაზსადენის მშენებლობის შესახებ, რომელიც გაივლის დაახლოებით 4400 კილომეტრს საჰარის უდაბნოში ალჟირამდე, ევროპაში გაზის შემდგომი ტრანსპორტირებისთვის,” – აღნიშნავს Bloomberg.