ევროპა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით მეტ გაზს მიიღებს

კრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 8 თვის შემდეგ, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) გაზის მიწოდების მოცულობა გაორმაგდება.

ამის შესახებ თურქული გამოცემა – Hürriyet-ი წერს.

როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დიონმეზმა თქვა, “გადაწყდა TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგება. ჩვენ გავზრდით სიმძლავრეს 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32-მდე”.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი სატუმბი გაზის დამატებითი მოცულობის ნაწილის გამოყენებას შეძლებს.

გარდა ამისა, 2027 წლის ბოლომდე ​ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზამდე გაიზრდება.

ამის შესახებ მილსადენის კომპანია TAP AG-ის მმართველი დირექტორის, ლუკა შიპატის გვერდზეა ნათქვამი.

„TAP-ის სიმძლავრის გაფართოება 2027 წლის ბოლოს მოხდება. ეს იქნება ახალი მილების გაყვანისა და იტალიაში ახალი სამუშაოების საჭიროების გარეშე, მხოლოდ საბერძნეთსა და ალბანეთში ახალი კომპრესორების დაყენებით“, – თქვა შიპატიმ.

TANAP-ი საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გადის, სადაც უკავშირდება ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP). სწორედ ამ მილსადენით მიეწოდება გაზი საბერძნეთს, ალბანეთსა და იტალიას.

ევროკავშირთან შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში გაზის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს.

Leave a Reply