შვედეთის პროკურატურა: შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე აფეთქებები მოხდა

შვედეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაასრულეს Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე გაჟონვის ადგილების შემოწმება და დაადგინეს, რომ გაჟონვის მიზეზი აფეთქება იყო.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე აფეთქებები მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გაზსადენებს. დანაშაულის ადგილის დათვალიერებამ გააძლიერა ეჭვი სერიოზული დივერსიის შესახებ“, – განაცხადეს შვედეთის პროკურატურაში.

29 სექტემბერს, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განაცხადეს, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენმა, რომელიც რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, ორ წერტილში გაჟონა. მსგავსი გაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენზე მოხდა.

Leave a Reply