Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის ტიპის – შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69,88  (+ 0.21)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66,26 (- 0,24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რამდენიმე დღეში საწვავი გაიაფებას დაიწყებს – პირველ ეტაპზე ფასი დააახლოებით 20 თეთრით შემცირდება

გლობალურ ბაზრებზე საწვავის გაძვირების ტენდენციას საქართველო უახლოეს დღეებში აუბამს მხარს. რამდენი თეთრით შემცირდება ფასი, ამაზე სპეციალისტებს განსხვავებული ვერსია აქვთ. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია საწვავი რამდენიმე დღეში 15-20 თეთრის ფარგლებში გაიაფდეს. ბაზრის მკვლევარები კი საფასო ცვლილებას იანვრამდე  არ ელოდებიან.  ეს მაშინ, როცა ფასები საერთაშორისო ბაზრებზე 68 დოლარამდე შემცირდა.  ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია.  საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასმა დაახლოებით ...

Read More »
საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შეზღუდვას დათანხმდა

„ომიკრონი“ ნავთობს აიაფებს

ოპეკ+-ის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრამ სენსაციების გარეშე ჩაიარა – კარტელმა ცოტა ხნის წინ ნავთობის ფასის ზრდის ფონზეც კი უარი განაცხადა ადრე დაგეგმილზე მეტად მოპოვების ზრდაზე და ეს მოსალოდნელი მით უმეტეს არ იყო დღეს, როდესაც „შავი ოქრო“ ისევ იაფდება. ალიანსში გაერთიანებულმა ქვეყნებმა ძალაში დატოვეს ივლისში მიღებული გადაწყვეტილება – ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 000 ბარელით გაიზრდება, იმის მიუხედავად, რომ უკვე რამდენიმე თვის ...

Read More »

OPEC + ქვეყნებმა გადაწყვიტეს ნავთობის მოპოვების შემდგომი გაზრდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2 დეკემბერს OPEC+-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გეგმავენ ნავთობის მოპოვების გაზრდას 400 ათასი ბარელით დღე/ღამეში. ნავთობი მკვეთრად დაეცა ხუთშაბათს კარტელის მოლაპარაკებების ფონზე, მაგრამ შემდეგ თანდათან დაიწყო ზარალის დაბრუნება. მართალია, ფასებმა კლება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ეს გამოწვეულია კორონავირუსის ახალი მუტაციის გაჩენით და უკვე დაწესებული მოგზაურობის შეზღუდვებით. ბაზრის მოთამაშეები შიშობენ, რომ სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს. ზოგიერთი ექსპერტი ელოდა, რომ ...

Read More »

“ომიკრონის” გავრცელების ფონზე, ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.57 (- 2.87)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.18 (- 3.77)  დოლარი/ბარელზე

Read More »

OPEC + ნავთობზე ფასების შემცირებას გაუმკლავდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 26 ნოემბერს ნავთობის ფასების შემცირების შემდეგ, უახლოეს დღეებში ყველა  მზერა OPEC + მონაწილეების რეაქციაზე იქნება მიმართული – შეთანხმება მისი მოპოვების შეზღუდვის შესახებ. გასული კვირის ბოლო ვაჭრობის დღეს Brent ნავთობის ფასი  8%-ით დაეცა. ოპეკის ნავთობის კარტელის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები გამართავენ შეხვედრების სერიას, რომლებზეც ისინი დაადგენენ თავიანთ სამომავლო პოლიტიკას. კარტელის წევრები 1 დეკემბერს შეხვდებიან, 2 ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.72 (- 9.53)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.15 (- 10.24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში მორიგ ბურღვით სამუშაოებს იწყებს

2022 წლის პირველ კვარტალში Fatih-ის ხომალდი შავ ზღვაში  კიდევ ერთ საძიებო  ბურღვით სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა ანკარაში ნახშირწყალბადების მოპოვებისა და წარმოების შესახებ მე-13 საკონსულტაციო შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, საბადოების შესასწავლად ძალისხმევა გააძლიეროს და ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ენიჭება მეოთხე მე-7 თაობის საბურღ გემს, რომელიც მუშაობას მომავალ ზაფხულს დაიწყებს. „მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ასეთი ხომალდია. ...

Read More »

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ნავთობი 10%-ით გაიაფდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს. Brent-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელის ფასი ლონდონის ბირჟაზე 10,4%-ით დაეცა და 73,6 დოლარი შეადგინა. სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია ...

Read More »

ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ყიდის

აშშ-ის შემდეგ, სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება ინდოეთმაც მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ენერგორესურსების ფასების შემცირების მიზნით, ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან 5 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სტრატეგიული რეზერვიდან 50 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

Read More »