აშშ-ის შემდეგ, სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება ინდოეთმაც მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ენერგორესურსების ფასების შემცირების მიზნით, ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან 5 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სტრატეგიული რეზერვიდან 50 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.