კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ნავთობი 10%-ით გაიაფდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

Brent-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელის ფასი ლონდონის ბირჟაზე 10,4%-ით დაეცა და 73,6 დოლარი შეადგინა.

სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის „ნიუ“ ვარიანტის გავრცელება ბელგიაში დადასტურდა. ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა, სახელად კი „ომიკრონი“ შეურჩია.

Leave a Reply