“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 26 ნოემბერს ნავთობის ფასების შემცირების შემდეგ, უახლოეს დღეებში ყველა მზერა OPEC + მონაწილეების რეაქციაზე იქნება მიმართული – შეთანხმება მისი მოპოვების შეზღუდვის შესახებ.
გასული კვირის ბოლო ვაჭრობის დღეს Brent ნავთობის ფასი 8%-ით დაეცა.
ოპეკის ნავთობის კარტელის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები გამართავენ შეხვედრების სერიას, რომლებზეც ისინი დაადგენენ თავიანთ სამომავლო პოლიტიკას.
კარტელის წევრები 1 დეკემბერს შეხვდებიან, 2 დეკემბერს კი გაფართოებული შეხვედრა OPEC + ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი.
ხოლო მანამდე, 30 ნოემბერს, OPEC + ერთობლივი მინისტრთა მონიტორინგის კომიტეტი შეიკრიბება, 29 ნოემბერს დაგეგმილია ერთობლივი ტექნიკური კომიტეტის სხდომა.
ნავთობის კოლაფსი მოხდა მსოფლიოში ახალი ანტიკოვიდური შეზღუდვების შიშის გამო, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ.
„სავარაუდოდ, OPEC + არ შეცვლის ადრინდელ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გეორგი ვაშენკომ.მაგრამ როგორი რეაქცია ექნება ბაზარს, ძნელია პროგნოზირება.არსებობს ვარაუდი, რომ წლის დასაწყისში მოპოვების გაზრდის სურვილი შეიძლება უარყოფითად იქნას აღქმული, როგორც სიგნალი იმისა, რომ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა სუსტია.ჯერჯერობით ნავთობი ნეგატიურ დინამიკას აგრძელებს, თუმცა, გეორგი ვაშენკოს აზრით, უფრო მეტი შანსია, რომ კლება ზრდით შეიცვალოს, ვიდრე ნეგატიური დინამიკა გაგრძელდეს.