OPEC + ქვეყნებმა გადაწყვიტეს ნავთობის მოპოვების შემდგომი გაზრდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2 დეკემბერს OPEC+-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გეგმავენ ნავთობის მოპოვების გაზრდას 400 ათასი ბარელით დღე/ღამეში.

ნავთობი მკვეთრად დაეცა ხუთშაბათს კარტელის მოლაპარაკებების ფონზე, მაგრამ შემდეგ თანდათან დაიწყო ზარალის დაბრუნება.

მართალია, ფასებმა კლება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ეს გამოწვეულია კორონავირუსის ახალი მუტაციის გაჩენით და უკვე დაწესებული მოგზაურობის შეზღუდვებით. ბაზრის მოთამაშეები შიშობენ, რომ სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს.

ზოგიერთი ექსპერტი ელოდა, რომ OPEC + ქვეყნები უარს იტყვიან ნავთობის მოპოვების დაგეგმილ ზრდაზე – ზაფხულში OPEC + ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად გაზარდონ ნავთობის მოპოვება 400 ათასი ბარელით დღე/ღამეში, მაგრამ თვეში ერთხელ გამართონ შეხვედრები მონიტორინგისთვის. ბაზარზე არსებული ვითარების და გადაწყვეტილებების კორექტირების აუცილებლობიდან გამომდინარე.

ენერგეტიკის მინისტრების  შეხვედრამდე იყო ვარაუდები, რომ OPEC + შეაჩერებს მოპოვების აღდგენას ან შეამცირებს ამ აღდგენის ყოველთვიურ „ნაბიჯს“, განსაკუთრებით კორონავირუსის ომიკრონის შტამის გაჩენის შემდგომ.

Leave a Reply