Tag Archives: #ევროპა

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სერტიფიცირება მომავალი წლის პირველ ნახევარში არ მოხდება

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გაზსადენის საბოლოო ლიცენზიის გაცემა სავარაუდოდ 2022 წლის პირველ ნაწილში არ მოხდება. ამის შესახებ გერმანიის ენერგო-რეგულატორი აცხადებს. „ბუდესნეტზაგენტურმა“ ნოემბერში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. რეგულატორი, მილსადენის ოპერატორი კომპანიისგან, გერმანიაში ლეგალური რეგისტრაციის გავლას ითხოვს. რეგულატორის თქმით, მათ არ მიუღიათ საკმარისი დოკუმენტაცია, რათა ხელახლა დაიწყონ სერტიფიცირების პროცესი. „გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული შემდეგი წლის პირველ ნაწილში“, – განაცხადა ჯოხენ ჰომანმა, რეგულატორის ხელმძღვანელმა. ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 1 700 აშშ დოლარამდე შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 700 აშშ დოლარამდე დაეცა. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისთვის ათას კუბურ მეტრზე 1 916,2 დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში ფასი 1 694,2 დოლარამდე დაეცა, შემდეგ კი ოდნავ გაიზარდა – 1 708,2 დოლარამდე. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდი მოხსნა და ათას კუბურ მეტრზე 2000 აშშ ...

Read More »

ევროპაში ენერგოკრიზისი მწვავდება – რუსეთის გამო ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულად გაიზარდა

ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისი მწვავდება, რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების გამო, ბუნებრივი გაზის ფასებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ცივი ზამთრისა და ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, რუსული სახელმწიფო კომპანიის, Gazprom-ის მიერ იამალ-ევროპის მილსადენში ბუნებრივი გაზის ნაკადის მარშრუტის შეცვლას მეგავატი ენერგიის ღირებულების თითქმის 50%-ით გაძვირება მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Gazprom-ის გადაწყვეტილება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ამ გზით რუსეთი ევროპაზე წნეხს ახორციელებს, რომელიც, თავის მხრივ, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა 1800 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები, სავაჭრო დღის დასაწყისში, 5,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 800 აშშ დოლარის ნიშნულს გადააჭარბა. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისათვის  ათას კუბურ მეტრზე 1 811 აშშ დოლარი შეადგინა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის ახალ მილსადენებს აღარ დააფინანსებს

ევროკავშირი მომავალში ნავთობისა და გაზის ახალ მილსადენებს აღარ დააფინანსებს და ყურადღებას კლიმატისთვის ნაკლებად მავნე ენერგიის წყაროების პოპულარიზაციაზე გაამახვილებს. ინფორმაციას გერმანული სააგენტო DPA ავრცელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები Trans-European Networks for Energy-ის, იგივე, TEN-E-ს რეგლამენტის ცვლილებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული ქსელების გაფართოებას არეგულირებს. განახლებული რეგლამენტი, ევროკავშირის კლიმატის მიზნების მისაღწევად, ენერგიის წარმოებაში ახალ პრიორიტეტებს ადგენს. ეს არის ქარის სანაპირო ელექტროსადგურების ...

Read More »

ენერგოკრიზისის პირობებში რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას ამცირებს

ნოემბერში რუსეთმა ევროპას მხოლოდ 12,7 მლრდ. კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. როგორც წესი, „გაზპრომი“ ევროპის გაზის მოხმარების 1/3-ს უზრუნველყოფს, მაგრამ ნოემბერში მისი წვლილი 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდება პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე რამდენიმე თვის მანძილზე ჩამორჩება. ეს ხდება მსოფლიოში გაზზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდის, მწვავე დეფიციტის და კატასტროფულად მაღალი ფასების ფონზე. ევროპაში გაზის ექსპორტის შემცირება ასევე „დაემთხვა“ რუსულ-უკრაინული ურთიერთობების უკიდურეს ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

კლების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა ისევ მოიმატა და 1 700 აშშ დოლარს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე  1 700 აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა ვაჭრობის ბოლოს 1 595 დოლარამდე დაეცა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სესიის გახსნისათვის ათას კუბურ მეტრზე 1 540 აშშ დოლარს გადააჭარბა. მინიმალურმა ფასმა 1 450 დოლარი შეადგინა. საღამოსთვის კი 1 705,7 აშშ დოლარსაც მიაღწია. თუმცა, ვაჭრობის დახურვისთვის შემცირდა და 1 595.5 დოლარი ...

Read More »
გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება

ევროკომისიამ კავშირის მასშტაბით გაზსაცავების შევსების დონე შეამოწმა

ევროკავშირის გაზსაცავები ამჟამად 62%-ითაა სავსე, რაც დაახლოებით 12 პროცენტით ნაკლებია წინა წლებში ანალოგეიური პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საცავები მათი საერთო სიმძლავრის მხოლოდ 62%-ზეა შევსებული. ხსენებული კი 12 პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული წლების მაჩვენებელზე“, – განაცხადა მან. არსებული სიტუაცია კიდევ უფრო ამწვავებს ევროკავშირის ენერგო კრიზისს: გაზრდილ ფასებს ემატება საცავებში რეკორდულად მცირე მარაგების არსებობა, რომელთა ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ბერკეტად არ უნდა გამოვიყენოთ

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ბერკეტად არ უნდა გამოვიყენოთ, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში. „საჭიროდ არ მივიჩნევ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვების უკრაინაში რუსეთის ქცევასთან დაკავშირებას. ეს მხოლოდ ზიანს მიაყენებს ევროკავშირს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხოლოდ რუსეთის ინტერესებში არ არის. გერმანია, ავსტრია და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ისარგებლებენ ამ გაზსადენით. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც ...

Read More »

ბერლინისა და ვაშინგტონის შეთანხმებით, რუსეთისგან უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შემთხვევაში, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვეღარ ამოქმედდება

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ოპერირების უფლება არ ექნება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ეს გაზსადენი ვეღარ ამოქმედდება“, – განაცხადა ბერბოკმა გერმანულ ტელევიზია ZDF-სთან საუბარში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ შედგა. მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის ...

Read More »