ევროკავშირის გაზსაცავები ამჟამად 62%-ითაა სავსე, რაც დაახლოებით 12 პროცენტით ნაკლებია წინა წლებში ანალოგეიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საცავები მათი საერთო სიმძლავრის მხოლოდ 62%-ზეა შევსებული. ხსენებული კი 12 პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული წლების მაჩვენებელზე“, – განაცხადა მან.
არსებული სიტუაცია კიდევ უფრო ამწვავებს ევროკავშირის ენერგო კრიზისს: გაზრდილ ფასებს ემატება საცავებში რეკორდულად მცირე მარაგების არსებობა, რომელთა გახარჯვის დაწყებაც დადგეგმილზე ადრე გახდა საჭირო.