ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე 1 700 აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა ვაჭრობის ბოლოს 1 595 დოლარამდე დაეცა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.
გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სესიის გახსნისათვის ათას კუბურ მეტრზე 1 540 აშშ დოლარს გადააჭარბა. მინიმალურმა ფასმა 1 450 დოლარი შეადგინა. საღამოსთვის კი 1 705,7 აშშ დოლარსაც მიაღწია. თუმცა, ვაჭრობის დახურვისთვის შემცირდა და 1 595.5 დოლარი შეადგინა.
ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისია 2049 წლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტების აკრძალვას გეგმავს.