Tag Archives: #პროტესტი

კახა კუჭავა: ნამახვანჰესის გარშემო ვნებათაღელვა დაგვიანებულმა რეაგირებამ და კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია

ნამახვანჰესის გარშემო ვნებათაღელვა გამოიწვია დაგვიანებულმა რეაგირებამ. აშკარად იგრძნობოდა კომუნიკაციის ნაკლებობა, თუმცა ჩვენ გვახსოვს, ღარიბაშვილმა გაპრემიერების შემდეგ პირველი დავალება გასცა, რომ შემდგარიყო კომუნიკაცია და შედგა კიდეც. ამან მოიტანა ის შედეგი, რომ წითელ ხაზებზე და ულტიმატუმის ენით აღარავინ საუბრობდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქრონიკაში“ ისაუბრა. „საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არის, რომელზეც აუცილებელია დეტალური მსჯელობა. აუცილებელია მეტი ...

Read More »
ხვალ პარლამენტში კახა კალაძეს მოუსმენენ

“ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა”

თბილისის მერი კახა კალაძე ნამახვანჰესისი საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა და მისი თქმით ქვეყანაში, რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს. “ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას აქვს, იმისთვის რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. რა თქვა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებზე ზეწოლა ხორციელდება

„ქრონიკა“ სოფელ ნამოხვანში ადგილობრივებს ესაუბრა და გაირკვა, რომ მოსახლეობის ნაწილი სულაც არ ფიქრობს ისე, როგორც ამას გარკვეული ჯგუფები წარმოაჩენენ. გარდა ამისა, ხშირია ბულინგის შემთხვევები. „ქრონიკასთან“ საუბრისას, მოქალაქეების ნაწილმა უსაფრთხოების მიზნით, სახის გამოჩენა არ ისურვა. ადგილობრივებს ნამახვანჰესის აშენება სურთ. მას შემდეგ კი, რაც ეს პოზიცია ხმამაღლა გამოხატეს, აგრესიის და ზეწოლის მსხვერპლი გახდნენ. ნამოხვანის მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ ჰესის აშენება მათ საცხოვრებელ ...

Read More »

“ჩვენი გეგმაა, მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, მსვლელობები მოვაწყოთ და სხვადასხვა ადგილის პიკეტირება დავიწყოთ”

„ჩვენი გეგმაა, მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, მსვლელობები მოვაწყოთ და სხვადასხვა ადგილის პიკეტირება დავიწყოთ. კონკრეტულად, საით დავიძვრებით, როგორ და რას გადავკეტავთ, ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. მთავრია, რომ დავიძვრებით“, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი უკვე ამოწურულია. „კომპანია „ენკა“ და მისი წარმომადგენლობა არ არიან ჩვენი კითხვების ადრესატები. ჩვენ კითხვები გვაქვს, მათ შორის, ხელისუფლებასთან. ამ ...

Read More »

ENKA: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი

ENKA რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს facebook გვერედზე გამოეხმაურა. პოსტს უცველად გთავაზობთ: “გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი. ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან. მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ ...

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე: „სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ“

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე რესპუბლიკის მოედანზე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, აშკარაა, რომ პროტესტი რუსეთისგან იმართება. „სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ და ითხოვენ კაპიტალისტური კოლონიალიზმისგან ქვეყნის დახსნას ეროვნული ინტერესების წინ წამოწევით. ჯერჯერობით უცნობია რიონის ხეობაში მცხოვრები მიტინგზე გამოსვლის ხელოვნებაში რეპეტიტორის სახელი და გვარი, რომელმაც დღეს წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა ახალბედა ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: “ენკამ” უნდა დატოვოს რიონის ხეობა

“რიონის ხეობის მცველმა” და აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას ის მთავარი მოთხოვნები დაასახება, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ, კერძოდ: “ნამოხვანჰესის საკითხთან დაკავშირებით, ამოწურულია ყველანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან. დღეს დასრულდა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ დავსხდარიყავით მათთან და ეს მოჩვენებითი დიალოგები გაგვემართა, ან გავმართოთ. ამიტომ, დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო, კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან და რომელიც გულისხმობს რიონის ...

Read More »

“დღესავით ნათელია, რუსული ინტერესები საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფერხების საქმეში”

ექსპერტი ანდრია გვიდიანი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს საკუთარ facebook გვერედზე გამოეხმაურა. პოსტს უცველად გთავაზობთ: “უამრავი აქცია გვინახავს, უამრავი შეძახილი მოგვისმენია, მაგრამ იმაზე მძიმე სანახავი, რაც დღეს რესპუბლიკის მოედანზე ხდება, იშვიათად მახსენდება. რთულია, როდესაც ტელევიზორს რთავ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციას უყურებ შენივე დედაქალაქში. ამაზე უფრო რთული სანახავია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები ამ ყველაფერში მონაწილეობენ, თან დიდი სიამოვნებით. სამწუხაროდ, საზოგადოების ...

Read More »

რამდენად არის დაცული სახელმწიფო ინტერესები ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში?

საქართველოსა და „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად დაცულია როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესები, ასევე ჩვენი ენერგეტიკისა და ეკონომიკის საჭიროებები. მხარეებს შორის ხელშეკრულების მომზადებაში სახელმწიფოს მხრიდან ისეთი საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული, როგორიცაა საერთაშორისო იურიდიული კომპანია White&Case და სხვა. ხელშეკრულება პასუხობს კერძო საჯარო თანამშრომლობის პრინციპებს და დამკვიდრებულ პრაქტიკას. კერძოდ, ინვესტორის პასუხისმგებლობაა მოიზიდოს საჭირო ფინანსები ჰესის აშენებისთვის, ააშენოს ჰიდროელექტროსადგური დადგენილ ვადებში და დამტკიცებული ...

Read More »

“შეიძლება ჩანდეს, რომ გვირაბი გაყვანილია, მაგრამ ეს მოსამზადებული სამუშაოა”

„ვიზუალურად შეიძლება ჩანდეს, რომ „გვირაბი გაიყვანეს, შეიჭრნენ და მუშაობენ“. რეალურად კი ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები“, – განაცხადა „ენკა რინიუებლზისა“ და „ნამახვანი ჰესის“ პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში. „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორი კომპანია „ენკა“ აცხადებს, რომ პროტესტის ფონზე მთავრობასთან შეთანხმების კვალდაკვალ, რიონის ხეობაში მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. ჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ მიუთითებენ, რომ კომპანია ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს კი არ ...

Read More »