კახა კუჭავა: ნამახვანჰესის გარშემო ვნებათაღელვა დაგვიანებულმა რეაგირებამ და კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია

ნამახვანჰესის გარშემო ვნებათაღელვა გამოიწვია დაგვიანებულმა რეაგირებამ. აშკარად იგრძნობოდა კომუნიკაციის ნაკლებობა, თუმცა ჩვენ გვახსოვს, ღარიბაშვილმა გაპრემიერების შემდეგ პირველი დავალება გასცა, რომ შემდგარიყო კომუნიკაცია და შედგა კიდეც. ამან მოიტანა ის შედეგი, რომ წითელ ხაზებზე და ულტიმატუმის ენით აღარავინ საუბრობდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არის, რომელზეც აუცილებელია დეტალური მსჯელობა. აუცილებელია მეტი ნდობისთვის თუ საჭირო იქნება სხვა ექსპერტების ჩართვა, იმ საკითხების მთლიანად ამოწურვა, რომელიც აწუხებს ერთ და მეორე მხარეს. აქციის მონაწილეებისგანაც მოვისმინეთ, რომ არავინ სვამს კითხვის ნიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნისთვის და ამისთვის ეს პროექტი მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია. ის შიშები, რომლებიც არსებობს, 30 მეტრიან ტალღაზე იყო საუბარი, გარემოზე ზიანზე, ყველა ჰესს აქვს მეტ-ნაკლებად გარემოზე ზიანი. გარემოზე ზემოქმედების შეფასება საკმაოდ კომპეტენტურ საერთაშორისო კომპანიას აქვს ჩატარებული, რომელსაც უმუშავია საფრანგეთში, ზუსტად იმ ადგილებში სადაც ძალიან ძვირფასი ღვინის ჯიშები მოჰყავთ. ამიტომ, რამდენად არის საფრთხე, რომ რაიმე განადგურდეს საქართველოში, ეს ის კითხვებია რომლებზეც უფრო დეტალური მსჯელობა აუცილებელია და ამის შემდეგ, უკვე შეჯერებული პოზიციებით სამუშაოების გაგრძელება. მე არ ვარ ჩართული დეტალურად ამ საკითხის შესწავლაში, უბრალოდ არ მქონდა ამის საშუალება, თუმცა ვთვლი, რომ მოსახლეობისთვისაც მნშვნელოვანია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ეს ვერ მოხდება თუ არ იქნება კომუნიკაცია და მსჯელობა ამ საკითხზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

Leave a Reply